პნევმონია ფილტვების ანთებითი დაავადებაა. ის ერთ-ერთი საშიში დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდშია გავრცელებული.
რთულად ამოსაცნობი დაავადებაა, რადგან თავიდან ძალიან ჰგავს ბანალურ გაციებას. ამიტომაც გთავაზობთ სტატიას თუ, როგორ ამოვიცნოთ პრევმონია:
პნევმონიის ძირითადი სიმპტომებია:
- ცხელება
- დაბალი ტემპერატურა, უპირატესად – ასაკოვან პირებში
- ხველა
- წონის დაკლება
- სუნთქვის უკმარისობა
- მადის დაქვეითება
- გაძლიერებული ოფლიანობა
- ინტოქსიკაციის სიმპტომები
- ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში სუნთქვის დროს
- თავისა და კუნთების ტკივილი
- ზოგადი დაღლილობის შეგრძნება
რა იწვევს პნევმონიას?
პნევმონია არსებობს ძირითადად ორი სახის:
- ბაქტერიული პნევმონია - პნევმონიის ეს ფორმა მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად იწვევს გართულებებს. ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიადაგზე, მაგალითად გაციების ან გრიპის დროს.
- ვირუსულ პნევმონიას - ახასიათებს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ვიდრე ბაქტერიულს, ხშირად ზამთარში გვხვდება და გამომწვევის გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით.
თუმცა, ზოგჯერ პნევმონიის გამომწვევი მიკოპლაზმები და მიკროორგანიზმებია, რომლებიც როგორც ვირუსულ, ასევე ბაქტერიულ ბუნებას ატარებენ.
ასევე, იშვიათად, თუმცა პნევმონია შეიძლება სოკოვანმა დაავადებამ და პარაზიტებმაც გამოიწვიოს.
ვის ემუქრება პნევმონია?
- ჩვილები და პატარა ბავშვები
- მოხუცები
- მწეველები
- ადამიანები, ვისაც აწუხებთ: ასთმა, კისტური ფიბროზი, ან გულის, თვიძლის ან თირკმლის დაავადებები
- სუსტი იმუნური სისტემის მქონდე ადამიანებს. (მაგ. ახლადგადატანილი გრიპის მქონე ადამიანები, ან ვისაც უტარდებათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა, ან ვისაც აქვს აივ/შიდსი ინფექცია და ა.შ.)
რა გართულებების გამოწვევა შეუძლია პრევმონიას?
ფილტვების ანთება, ერთი შეხედვით, იოლად დასამარცხებელ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, თუმცა მან შესაძლოა, სხვადასხვა მძიმე გართულები გამოიწვიოს, მაგ.:
- ბაქტერიემიასა და სეპტიკური შოკი
- სითხის დაგროვება პლევრის ღრუში და პლევრიტი
- ფილტვის აბსცესი
- მწვავე რესპირაციული დისტრესსინდრომი
მკურნალობა
ბაქტერიული ფილტვების ანთებისას სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურ საშუალება ანტიბიოტიკებია, ხოლო ვირუსულის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ ანტივირუსული მკურნალობითაა შესაძლებელი. მიკროორგანიზმის გამანადგურებელ წამალთან ერთად ექიმი ხშირად ნიშნავს სიცხის დამწევ და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.
თუმცა მათ, ვისი ასაკიც აღემატება 65 წელს, ვისაც აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და უქვეითდება არტერიული წნევა შეიძლება ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდეს.
რჩევები
- საუკეთესო პრევენციას ცხოვრების ჯანსაღი წესი წარმოადგენს
- ბევრი სიარული სუფთა ჰაერზე
- თამბაქოზე უარის თქმა
- კვების დარეგულირება
- ფილტვების გასავარჯიშებლად კარგია ბურთების გაბერვაც
რაც შეეხება მკურნალობას, ფილტვების ანთების დროს ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ამიტომაც პირველივე ნიშნების შემთხვევაშ მიმართეთ ექიმს. არ შეგეშინდე! სპეციალის დახმარების, ადეკვატური თერაპიისა და შესაბამისი მოვლის შემთხვევაში პნევმონია სერიოზულ გართულებებს არ იწვევს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე:
5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე:
1000+ კლინიკა