ამ დროისთვის ბავშვს ოპერაცია უტარდება. როგორც ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმმა, მედეა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია. სამართალდამცველები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა როგორ გამოიყურება, ცნობილია.