ტიკარაძე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ტიკარაძე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

1586 ნახვა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ კერძო სექტორის ხედვები განიხილეს, როგორც ჯანდაცვის ისე შრომის უსართხოების - უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით.

გარდა ამისა საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.

მხარეებმა იმსჯელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზე. ასევე განიხილეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების მიმართულებები.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას ოცამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.