«რა მასწავლა მეუღლის გარდაცვალებამ»

«რა მასწავლა მეუღლის გარდაცვალებამ»

22913 ნახვა
საყვარელი ადამიანის დაკარგვა დიდი ტკივილის მომტანია, მითუმეტეს, როცა ადამიანი არის ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე და უამრავი გეგმები აქვს სამომავლოდ...

 

ძალიან ბევრ ადამიანს შინაგანი ძალა არ ჰყოფნის იმისათვის, რომ ტკივილს მოერიოს და ცხოვრებისეულ გამოწვევებს ძველებური შემართებით გაუმკლავდეს. თუმცა, არიან ძლიერი ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს დარტყმას და ტკივილს იღებენ, მაინც არ ნებდებიან, ცდილობენ სულიერი სიძლიერის შენარჩუნებას და ყოველი დაცემის შემდეგ ფეხზე დადგომას.

 

სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება Facebook-ის აღმასურელებლი დირექტორი შერილ სენდბერგი. ახლახანს, მან ბერკლის კურსდამთავრებულებს უამბო იმის შესახებ, თუ როგორ გადაიტანა მეუღლის დაკარგვა და ისწავლა იმის დაფასება, რაც აქვს ცხოვრებაში.

 

 შერილ სენდბერგი (Sheryl Sandberg)
 

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი, The Walt Disney Company-ის მმართველი გუნდის და Starbucks-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2011 წელს ის Forbes-ში გამოქვეყნებულ «მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის» მე-5 ადგილზე აღმოჩნდა.

 
ბერკლის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლისას, შერილი საუბრობდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გავუძლოთ მძიმე ცხოვრებისეულ გამოცდებს. გასული წლის მაისში გარდაიცვალა მისი მეუღლე, სილიკონის ველის ბიზნესმენი - დევიდ ბოლდბერგი (David Goldberg). მექსიკაში ოჯახური შვებულების დროს მან თავის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

„დევიდის სიკვდილმა ძალიან შემცვალა. მე განვიცადე რას ნიშნავს ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. თუმცა მივხვდი, როცა ცხოვრება ფსკერზე მიგექაჩება, შეგიძლია საკუთარ თავს უბიძგო, ამოცურო ზედაპირზე და ისევ ამოისუნთქო. ამ ყველაფერს გიზიარებთ იმ იმედით, რომ დღეს, იმ პირობებში, როცა თქვენ სიცოცხლით ხარობთ, გააცნობიერებთ ყველაფერ იმას, რაც მე სიკდვდილის დახმარებით გავაცნობიერე.  მე ვაცნობიერებ, რომ ტკივილისგან გავთავისუფლდი. თავიდან მე მადლიერი ვიყავი ყველაფრისთვის, ზოგადად ცხოვრებისთვის. ადრე საკუთარ დაბადების დღეს ხუთ წელიწადში ერთხელ აღვნიშნავდი და ზოგჯერ მეგობრების დაბადების დღეებზეც დავდიოდი. ახლა მე ყველა დღესასწაულს აღვნიშნავ.

 

ადრე ვიძინებდი დღის მანძილზე დაშვებულ შეცდომებზე ნერვიულობით. ახლა ვცდილობ ვკონცენტრირდე სასიხარულო მომენტებზე.

 

ირონია იმაშია, რომ მეუღლის დაკარგვა დამეხმარა შემეგრძნო ღრმა მადლიერება საკუთარი მეგობრების სიკეთის გამო, ჩემი ოჯახის მხრიდან მიღებული სიყვარულის გამო, ჩემი შვილების ღიმილის გამო. იმედი მაქვს, რომ თქვენც იპოვით ცხოვრებაში ისეთ რამეს, რის გამოც მადლიერი იქნებით და ეს მოხდება არამარტო კარგ, არამედ ცუდ პერიოდშიც, მაშინ, როცა თქვენ ამის საჭიროება ნამდვილად გექნებათ“ - განაცხადა თავის გამოსვლაში შერილმა.

 

პერიოდულად ყველა ადამიანს უწევს პრობლემებთან გამკლავება. მაგრამ სენდბერგის გამოსვლას შეუძლია უფრო რთული გამოწვევებისათვის მომზადებაში დაგეხმაროთ. 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.