აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით დადასტურდა სისხლნაკადის აღდგენა მარჯვენა შუა არტერიაში. სისტემური თრომბოლიზისი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბის დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა. მნიშვნელოვანია პროცედურის ადრეულ ეტაპზე - ინსულტის განვითარებიდან უახლოეს საათებში ჩატარება, რათა მოხდეს ინსულტით გამოწვეული ზიანის მაქსიმალური აცილება. შეგახსენებთ, რომ „ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი პირველი ჰოსპიტალია, რომელმაც საქართველოში თრომბოლიზისის მეთოდით იშემიური ინსულტის მკურნალობა დანერგა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და მუდმივად მიმართავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. კლინიკის პროფილის სანახავად გადადით ბმულზე : ნიუ ჰოსპიტალსი