თქვენი შვილი ნიჭიერია! იცით რომელი უნარით გამოირჩევა ის?

თქვენი შვილი ნიჭიერია! იცით რომელი უნარით გამოირჩევა ის?

5593 ნახვა
"იცეკვე ისე თითქოს არავინ გიყურებს... იმღერე ისე, თითქოს არავინ გისმენს... გიყვარდეს ისე, თითქოს, არავის არასდროს უღალატია შენთვის... და იცხოვრე ისე, თითქოს, დედამიწა სამოთხეა..." 
 
ბავშვებისა და მოზარდებისთვის შინაგანი თავისუფლების და თვითგამოხატვის უნარის მინიჭება - ეს ის მთავარი მიზანია, რასაც ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდია #etcetera ისახავს და ასრულებს. 
სტუდიის დამფუძნებელის და ხელმძღვანელი მსახიობ მარიამ ჯოლოგუას თქმით: "არ არსებობს ბავშვი, რომელსაც რაიმის კეთება სხვებზე უკეთ არ შეეძლოს... ზოგი უკეთ ცეკვავს, ზოგი უკეთ მღერის, ზოგს დრამატული ნიჭი აქვს, ზოგს მომხიბვლელობა ან უშუალობა...
ჩვენი მთავარი საქმე ყოველ ბავშვში სწორედ ამ ინდივიდუალური ნიჭის და უნარის აღმოჩენაა.
ჩვენთან არ არის მთავარი და ეპიზოდური როლები. ჩვენთან ყველა ბავშვი დიდი ოჯახის, კოლექტივის თუ სპექტაკლის აუცილებელ კომპონენტად თვლის თავს, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების თვითრწმენას უმყარებს."
 
ბავშვთა ჯანმრთელობა მხოლოდ ჯანსაღი სხეული არაა. შინაგან სიჯანსაღეს გაცილებით მეტი ზრუნვა სჭირდება. 
ჩვენ ვიღწვით ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვობისთვის #etcetera
 
 
 
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.