საქართველო “ასტრაზენეკას” 129,600 ხოლო “ფაიზერის” 29,250 დოზას მიიღებს
საქართველო “ასტრაზენეკას” 129,600 ხოლო “ფაიზერის” 29,250 დოზას მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია "კოვაქსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ინფორმაციაში არ არის მითითებული, ვაქცინის გამოგზავნის თარიღი.
“ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ- ევროპულ ვაქცინებს”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინის შემოსვლას უნდა დაელოდოს, რაც ორი-სამი კვირით გადავადდება.
დატოვეთ კომენტარი