როგორ ვთხოვოთ მამაკაცს ისე, რომ მან სიამოვნებით შეასრულოს ქალის თხოვნა

როგორ ვთხოვოთ მამაკაცს ისე, რომ მან სიამოვნებით შეასრულოს ქალის თხოვნა

14529 ნახვა
ყელა ქალისთვის დასაზეპირებელი წესები!

 

1. დაელოდეთ!

 

მომენტის სწორად შერჩევა! არ არის აუცილებელი პირდაპირ თათბირის დროს დარეკვა ან დაღლილს და მშიერს დაუწყოთ რაიმე საკითხზე სერიოზული საუბარი.

 

2. ესაუბრეთ პირდაპირ!

 

ამოიღეთ ხმარებიდან სიტყვები «შეგიძლია რომ...?», ან «დიდი ხანია არსად წავსულვართ..», ან «დიდხანს გვექნება ეს ნაგავი სახლში?»:
– ძვირფასო, გაიყოლე თან ნაგავი!
– გამიმასპინძლდი რამით ძვირფასო!
– გამიხსენი ძვირფასო ეს ქინა, ვერ ვხვსნი.

 

3. ესაუბრეთ გასაგებად!

 

არანაირი მინიშნება – ესაუბრეთ გასაგებად რა გინდათ და როდის! მისამათი, ზომა, ფერი, რაოდენობა, თარიღი, დრო და ა.შ. ყველა დეტალი! ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ მას თქვენი გაცნობის თარიღი ახსოვს ან პირველივე დღიდან დაიმახსოვრებს თქვენს დაბადების დღეს. მას საქმეც საკმარისი აქვს, ამიტომ შეახსენეთ ზოგჯერ მნიშნელოვანი თარიღები, ოღონდ ეს ბრაზით არ გააკეთოთ!

 

4. იყავით მხიარული!

 

ემოციურად, მორიდების გარეშე აჩვენეთ გულიდან წამოსული სუფთა გრძნობები! სიხარულს და აღფრთოვანებას ნუ დამალავთ. გულახდილად დაანახეთ თუ როგორ გაგახარებთ მისი მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი!

 

5. აპატიეთ!

 

აპატიეთ მაშინვე, თუ მას დაავიწყდა, ვერ შეძლო, დააიგნორა (თან არაერთხელ) თქვენი თხოვნა. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც გევალებოდათ! გაუშვით, საშუალება მიეცით საყვედურების მოსმენის გარეშე გამოასწოროს შეცდომა! 

 

 

დამატებით:

თხოვნა უნდა იყოს ძლიერი და გულახდილი! ნუ თხოვთ ისეთ რამეს, რაც რეალურად არ გჭირდებათ. გჯეროდეთ საკუთარი მამაკაცის და ის ყველა ამოცანას თავს გაართმევს, ყველა პრობლემას გაუმკლავდება!

და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ეს არ გამოსდის, ჩუმად, სიყვარულით და გაგებით მიუდექით ბოლომდე, არასოდეს არ წამოაძახოთ, რომ ის ზარმაცი და ცუდია.

 

მაგალითები:

 

მაგალითი 1:

 

– ძვირფასო, შენ რა თქმა უნდა გახსოვს, რომ ხვალ ჩემი დაბადების დღეა. მე მაგარი ფეხსაცმელი შევარჩიე, გავიზომე და გადავდე. ძალიან მიხდება! იმ ფეხსაცმელებში ძალიან სექსუალური ვიქნები შენთვის და ყველაზე ბედნიერი ქალი ამ სამყაროში (ამ დროს ხტუნაობთ, თვალებს აფახულებთ, შემოკრავთ ტაშს და გულახდილად აჩვენებთ თქვენ აღფრთოვანებას). ეს არის მისამართი, წამოღება შესაძლებელია ნებისმიერ დღეს 10:00-დან 21:00 სთ-მდე! ან შეგიძლია შენი გემოვნებით აარჩიო. მე ნებისმიერი საჩუქარი გამახარებს შენი მხრიდან! შენ საუკეთესო ხარ.

 

მაგალითი 2:

 

– საყვარელო, გამომიარე სამსახურში 8-ის შემდეგ. მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნი. ძალიან-ძალიან-ძალიან მომენატრე... თუ ვერ მოახერხებ არაუშავს, ჩემით მოვალ. 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.