1. ინტელექტი მამისგან არ გადაეცემა შვილს. ანუ, თუ თქვენ გენიოსი ხართ, თქვენი შვილი 100%-ით ვერ მიიღებს ამას მემკვიდრეობით.
2. იდიოტიზმი არ გადადის მამისგან შვილზე. თუ თქვენ სრული კრეტინი ხართ, თქვენი შვილი არ იქნება ისეთივე კრეტინი, როგორიც თქვენ (რაც ნამდვილად მოსალოცია).
3. ინტელექტი მამისგან მხოლოდ გოგოს გადაეცემა და ისიც სანახევროდ.
4. მამაკაცს ინტელექტის შთამომავლობით მიღება შეუძლია მხოლოდ დედისგან, რომელიც ამ უკანასკნელს მიღებული აქვს თავისი მამისგან.
5. გენიოსების ქალიშვილები არიან მამის ნიჭის ზუსტად ნახევრის მატარებლები, ხოლო მათი ვაჟიშვილები უკვე სრული გენიოსები იქნებიან. თუ მამა სულელია, გოგოები ზუსტად სანახევროდ სულელები იქნებიან, მამებთან შედარებით.
6. სწორედ ამიტომ თითქმის არ არსებობენ სრულად გენიოსი და სრულად იდიოტი ქალები. სამაგიეროდ გენიოსი და სულელი მამაკაცები ძალიან ბევრია. სწორედ მათგან მოდიან წარუმატებელი და ლოთი ადამიანები, მარტოხელა დედები, ასევე ნობელის ლაურეატები (თითქმის ყველა მამაკაცი).
დასკვნები მამაკაცებისთვის:1. იმისთვის, რომ განსაზღვროთ თქვენი ვაჟის გონებრივი შესაძლებლობები, დააკვირდით თქვენი ცოლის მამას (თუ ის აკადემიკოსია, თქვენი შვილიც ჭკვიანი ქინება).
2. თქვენი ქალიშვილი მიიღებს თქვენი გონებრივი შესაძლებლობების ზუსტად ნახევარს. ინტელექტით ის თქვენთან უფრო ახლოს იქნება. მისი ვაჟი კი მიიღებს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს სრულად. თუ გონიერი შთამომავლობა გინდათ — ინატრეთ ქალიშვილის გაჩენა.
3. თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გადმოცემული გაქვთ დედისგან, და ბაბუისგან - დედის მამისგან.
დასკვნები ქალებისთვის:1. თქვენი ვაჟი გონებით თქვენი მამის ასლია, და ტყუილად ნუ დაიწყებთ მის ლანძღვას “შენ უნიჭო ხარ, შენ უტვინო ხარ” — ეს მთლად სწორი არ იქნება.
2. თქვენი ქალიშვილი აღზრდის მიხედვით თქვენ დაგემსგავსებათ, მაგრამ გონებრივი შესაძლებლობებით მამამისს. მათი ვაჟები კი თქვენი ქმრის ასლები იქნებიან გონებრივი შესაძლებლობებით.