თოდუას სამედიცინო ცენტრის გუნდს მსოფლიოში ცნობილი ონკოლოგი შეუერთდა

თოდუას სამედიცინო ცენტრის გუნდს მსოფლიოში ცნობილი ონკოლოგი შეუერთდა

7772 ნახვა
აკად.ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრის გუნდს მსოფლიოში ცნობილი ონკოლოგი, პროფესორი ბრანისლავ ერემიჩი შეუერთდა.

პროფესორი ონკოლოგიური განყოფილების სამეცნიერო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ბრანისლავ ერემიჩი ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკური ონკოლოგია მსოფლიოში. ის 30-ზე მეტი კლინიკური კვლევის ავტორია და გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი პუბლიკაცია მსოფლიოს წამყვან ონკოლოგიურ ჟურნალებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) მუშაობის დროს, მისი თანამონაწილეობით განხორციელებულმა პროექტმა 2005 წელს ნობელის პრემია მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო დასამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიისმთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიისა დაონკოლოგიის დარგში. 

 

მიღებაზე ჩასაწერად გადმოდით ბმულზე:  აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.