გათავისუფლდი გულძმარვისგან

გათავისუფლდი გულძმარვისგან

3096 ნახვა
გულძმარვა - ალბათ, ყველა ზრდასრულ ადამიანს გამოუცდია. ეს არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა.

რას იტყვი თუ, კი რამდენიმე ისეთ რჩევას მოგცემ, რითიც ამ უსიამოვნო შეგრძნებებს სამუდამოდ მოიშორებ?

მოდი, არ დაველოდები პასუხს და პირდაპირ დავიწყებ...

გაამდიდრე შენი კვების რაციონი ამ 7 პროდუქტით:

  1. კეფირი
    შეიძლება დიდად არ გიყვარს რძის ნაწარმი, მაგრამ კეფირს მაინც ნუ აარიდებ თავს. ეს პროდუქტი გადასარევი საშუალებაა მჟავა რეფლექსის სიმპტომების შესამცირებლად. გარდა ამისა, კეფირი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.
  2. კომბოსტო
    იქედან გამომდინარე, რომ კომბოსტო ფერმენტირებული ბოსტნეულია, ის შეიცავს ლაქტობაცილს, რაც თავიდან აგაცილებს გულძმარვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.  
  3. ნუში
    ცნობილია, რომ ნუში ამშვიდებს კუჭსა და აუმჯობესებს ნაწლავის ჯანმრთელობას.
  4. ვაშლის ძმარი 
    იცოდი, რომ ვაშლის ძმარი აკონტროლებს მჟავის რაოდენობას? შეურიე 1 სუფრის კოვზი ძმარი 1 ჭიქა წყალში და დალიე.
  5. ქოქოსის წყალი
    ქოქოსის წყალი ელექტროლიტებისა და კალიუმის მაღალი შემცველობის საშუალებით ხელს უწყობს ორგანიზმის დატენიანებას. თუ კი მთელი დღის განმავლობაში დალევ ამ წყალს ჩათვალე, რომ გულძმარვის ყველა სიმპტომი კონტროლის ქვეშ გეყოლება.
  6. კოჭა
    თუ კი კოჭას დოზირებულად მიიღებ, თავიდან აცილებ მჟავა რეფლექსის სიმპტომებსაც, თუმცა ზომიერება აქ აუცილებელია! დიდი რაოდენობით კოჭის მიღება კიდევ უფრო გაართულებს  მდგომარეობას. ამიტომ, როგორც ყოველთვის, აქაც აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა.
  7. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული
    გარდა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ულევი თვისებებისა, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ძალიან მარტივად გადასამუშავებელი პროდუქტებია, რაც მათ გულძმარვის პრევენციულ თვისებას მატებს

იმაზე უკვე გელაპარაკე რაები უნდა ჭამო, ახლა გეტყვი რაები არ უნდა ჭამო:

  1. ალკოჰოლი
    მესმის, რთულია ალკოჰოლზე უარის თქმა, მაგრამ იქნებ რაოდენობა მაინც შეამცირო?
  2. კოფეინი
    კოფეინის შემცველობის მქონე და ენერგეტიკული სასმელები აუარესებენ მდგომარეობას.
  3. შაქარი
    შაქარი და ხელოვნური დამატკბობელები იწვევენ ანთებას.
  4. პომიდორი და ხახვი
    ზოგადად პომიდორი და ხახვი ჯანმრთელობისთვის ცუდი არაა, თუმცა მათი დიდი რაოდენობით მიღება იწვევ გულძმარვას.
  5. შოკოლადი
    იქედან გამომდინარე, რომ შოკოლადი (უმეტესობა) შეიცავს იმ პროდუქტებს, რისი მიღებასა არ გირჩევ (კოფეინი, შაქარი, შაქრის შემცვლელი) ლოგიკურია, რომ მისი რაოდენობაც კვების რაციონში უნდა შემცირდეს.
  6. პიტნა
    მართალია ბევრს ადამიანი მიიჩნევს, რომ პიტნას გამაგრილებელი ეფექტი აქვს, თუმცა თუ კი გულძმარვის თავიდან არიდება გინდა, მაშინ პიტნასაც უნდა ერიდო.

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.