მკერდის კიბო, კანის კიბოს შემდეგ ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა. გაუმჯობესებული მკურნალობის საშუალებებიდან გამომდინარე, განკურნებულთა მაჩვენებელი უფრო და უფრო იმატებს. ქალები, რომელთაც მეტი ინფორმაცია აქვთ დაავადების შესახებ, უკეთ ახერხებენ მკერდის კიბოსთან ბრძოლას. სამწუხაროა, მაგრამ ამ ტიპის სიმსივნე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზია. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რათა ნებისმიერი დაინტერესებული პირი დეზინფორმაციის მსხვერპლი არ გახდეს, რომელიც მკერდის კიბოს დაავადების შესახებ, გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
- მიუხედავად იმისა, რომ მკერდის კიბო მამაკაცებშიც გვხვდება, ეს დაავადება 100-ჯერ უფრო ხშირია ქალებში.
- მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალთა უმეტესობის შემთხვევაში (დაახ. 10-დან 8 პაციენტი) სიმსივნის წარმოშობა არ არის დაკავშირებული გენეტიკურ ფაქტორებთან.
- ქალები, რომელთაც ახლო ნათესავები ჰყავთ დაავადებული მკერდის კიბოთი, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ხოლო პირველი ხარისხის ოჯახის წევრის შემთხვევაში (დედა, და, ქალიშვილი) - ორმაგდება ალბათობა.
- მკერდის კიბო პრევენციისთვის მნიშვნელოვანია 40+ ასაკის მქონდე ქალებმა რეგულარულად ჩაიტარონ მამოგრაფიული გამოკვლევები.
- მკერდის კიბოს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი უბრალოდ დაბერებაა, რადგან ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება შემთხვევების რაოდენობა. მკერდის კიბო უმეტესად 55 წელს გადაცილებულ ქალებში გვხვდება.
- მამოგრაფიული შემოწმების დროს მკვრივი მკერდის მქონე ქალებს უფრო აქვთ კიბოს განვითარების რისკი.
- კვლევების თანახმად, ძუძუთი კვება ერთი წლის განმავლობაში ან კიდევ უფრო მეტი ხნით ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს. საინტერესოა რატომ. ერთმხრივ აღნიშნული ფაქტი შეიძლება, დავუკავშიროთ ლაქტაციის დროს მკერდის სტრუქტურულ ცვილებებს, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ ამ დროს მენსტრუაციული ციკლი შეწყვეტილია და შესაბამისად ესტროგენის ნაკლებად ზემოქმედებს ქალის ორგანიზმზე.
- ქალები ხშირად მკერდის ხელის გასინჯვისასაც აფიქსირებენ არასასიამოვნო შეგრძნებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თავად დაუკვირდეთ, თუ რას გკარნახობთ თქვენი სხეული და იყოთ მაქსიმალურად ყურადღებით, რათა საჭირო დროს არ დააგვიანოთ ექიმთან კონსულტაციის გავლა.
- კიბოს პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებისგან თავის შეკავება.
- მსოფლიოში ყოველ ერთ წუთში ერთი ქალი იღუპება მკერდის კიბოთი
- მკერდის კიბოს სიმპტომები ყველა შემთხვევაში ერთნაირი არაა, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულაური შემოწმებების ჩატარება, რადგან ზოგიერთ პაციენტში ჩივილები ადრეულ სტადიებზე არც მჟღავნდება.
- მწეველ ქალებში უფრო მაღალია მკერდის კიბოს განვითარების რისკი.
- ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტის თანახმად, მკერდის კიბოსგან განკურნებულები ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ არიან, რადგან ესტროგენს დამცავი ზემოქმედება აქვს ძველბზე, ხოლო ამ ჰორმონის დონის შემცირებამ კი შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს ორგანიზმში.
- რაც არ უნდა გასაკვირი, იყოს ერთი და იგივე ეროვნების მქონე პირებში ძუძუს კიბოთი ავადობა განსხვავებულია ემიგრანტებსა და მკვიდრ მოსახლეობას შორის.
- გაუთხოვარი ან გვიანი პირველი ორსულობის მქონე ქალები წარმოადგენენ მკერდის კიბოს მაღალი რისკის ჯგუფს.
- ქალებს, რომლებსაც პირველი მენსტრუაციული ციკლი ჰქონდათ 12 წლის ასაკამდე ან მენოპაუზის პერიოდი გაიარეს 55 წლის შემდეგ, მკერდის კიბოს განვითარების ალბათობა უფრო მეტი აქვთ, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია ესტროგენისა და პროგესტერონის უფრო ხანგრძლივი ზემოქმედებით.
- საქართველოში მკერდის კიბოს შემთხვევათა სიხშირე თითქმის უტოლდება ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში გავრცელების რიცხვებს. რაც ნიშნავს იმას, რომ 10000 ქალზე დაახლოებით 44 შემთხვევა მოდის.
- მჯდომარე ცხოვრების სტილი ზრდის მკერდის კიბოს განვითარების რისკს.
- ზოგიერთი კვლევის მიხედვით ნათქვამია, რომ ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების, დიეტამ შეიძლება გაზარდოს ძუძუს კიბოთი დაავადების შემთხვევები.
- ორალური კონტრაცეფტივები წარმოადგენს მსუბუქ რისკს.
- ვარჯიში ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კიბოს საზოგადოება რეკომენდაციაც უწევს 150 წუთიან საშუალო ინტენსივობის ვარჯიშს ყოველ კვირა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში 30 წუთიც კი სასარგებლო აღმოჩნდა.
- სქესობრივი მომწიფების შემდეგ, 18 წლიდან, უნდა მოხდეს სარძევე ჯირკვლის პირველი საორენტაციო გამოკვლევა, 25 წლის შემდეგ უფრო რეგულარული ხდება ვიზიტები.
- საქართველოში მკერდის კიბოს გამოვლენის სიხშირემ ცოტათი იკლო 2018 წლის შემდეგ, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სკრინინგული პროგრამების აქტიურ ინტეგრაციასთან.
- ნეიროენდოკრინული მეტაბოლური დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი, აკრომეგალია და სხვა წარმოადგენს ძუძუს კიბოს განვითარების გარკვეულ რისკ–ფაქტორს, რაც გამოწვეულია ჰორმონული დისბალანსის საფუძველზე.
- ტრამვის მნიშვნელობა მკერდის კიბოს დაავადების თვალსაზრისით ბოლომდე დადგენილი არაა, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული რისკის შემცველია.