შეძლებენ თუ არა ექიმები 2 სამსახურში მუშაობას?

შეძლებენ თუ არა ექიმები 2 სამსახურში მუშაობას?

2594 ნახვა
როგორც ნეტგაზეთი იუწყება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია უარყოფს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციაზე, რომელიც ექიმებს ორზე მეტ კლინიკაში მუშაობას აუკრძალავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შესაბამისი რეგულაცია შეიქმნას. 

გაბუნიამ ინტერპრესნიუსთან ამ საკითხზე წინა ინტერვიუებში ისაუბრა. თუმცა მისივე თქმით, “აღნიშნული შეეხებოდა მაგალითს”.

“მაგალითად, დღეს პერინატალური მომსახურების პროგრამაში ბევრი პერსონალი მუშაობს რამდენიმე ადგილზე, რაც არ არის კარგი პრაქტიკა. ამდენად ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ ექიმი, როდესაც სელექტიური კონტრაქტირების პირობებში კონტრაქტს იღებს იმის გამო, რომ მუშაობს კონკრეტულ დაწესებულებაში, რამდენიმე ადგილზე არ უნდა მუშაობდეს იმგვარად, რომ პაციენტის ჯანმრთელობისთვის შეიქმნას რისკი ამ ექიმის დროში დაგვიანებული გადაადგილების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ რაღაც რეგულაცია ამოქმედდება, რომელიც დააწესებს რეგულაციას სამედიცინო პერსონალთან მიმართებაში” - გაბუნია.

მისი თქმით, სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში მოხდება გარკვეული მოთხოვნების განსაზღვრა კლინიკებისთვის.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობს “შრომის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, რისკის შემცველი სამსახურის შემთხვევებში დასაქმებულს, შესაძლოა, ორ სამსახურში მუშაობა აეკრძალოს. სამუშაოების ჩამონათვალი, სადაც დასაქმებულის გადატვირთულობა საფრთხეს უქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, კანონპროექტის ავტორების ხედვით, შემდეგში უკვე შესაბამისმა სამინისტრომ ან მთავრობამ უნდა განსაზღვროს.

ექიმების სანახვად გადადით ბმულზე: 5000+ექიმი 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.