კაპრიზები თუ ფსიქიკური დაავადება? 6 სიმპტომი

კაპრიზები თუ ფსიქიკური დაავადება? 6 სიმპტომი

16100 ნახვა
თითოეული ჩვენგანის ქცევაში შესაძლებელია ისეთი თავისებურების ნახვა, რომელიც ჩვენი აზრით პიროვნული მახასიათებელია, რადგან მეცნიერების თანამხმად, ყოველი ჩვენი ჩვევის, დამახასიათებელი ნიშნის ან სხვა წვრილმანის ახსნა არსებობს.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე სიმპტომს, რომლებსაც კაპრიზებად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი ფსიქიკური დაავადებებია და სერიოზულ ყურადრებას საჭიროებენ:

 

1. პარურეზისხვების თანდასწრებით მოშარდვის შიში

 

არსებობს ასეთი სიტუაცია, როცა ადამიანი საზოგადოებრივ ადგილებში განთავსებულ ტუალეტში შედის და თუ მასთან ერთად სხვა ადამიანიც იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებას მას ეწყება შიში, რის გამოც წყდება შარდვის პროცესი. იმის გამო, რომ ადამიანი ხვდება სხვამაც როგორ გაიგო რა პრობლემა აქვს, შიში და პანიკა კიდევ უფრო იზრდება. ამ ყველაფერს ემატება ადამიანების რიგი, რომლებიც ელოდებიან როდის გათავისუფლდება ადგილი, ყველა ხვდება, რომ იმ სიჩუმეში ვიღაც ზის და რაღაც პრობლემა აქვს, რაც შიშისა და პანიკური მდგომარეობის გართულებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

 

2. ფრჩხილების კვნეტა

 

ონიქოფაგია — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ფრჩხილების აქტიური კვნეტით ხასიათდება. ამ საშიელი ჩვევით დაავადებულია 10-დან 18 წლამდე ადამიანების 45% (მათი უმრავლესობა ქალია). ონიქოფაგიით დაავადებულთა შორის გვხვდებიან ცნობილი ადამიანებიც, მაგალითად ბრიტნი სპირსი, ჟაკლინ კენედი, ევა მენდესი...

 

3. საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაცნობიერებისა და გამოხატვის შესაძლებლობის არქონა

 

რამდენად ხშირად გსმენიათ გოგონებისგან, რომ მათი შეყვარებული არასაკმარისად გულახდილია მათთან? - ისნი ხშირად ამბობენ მსგავს ფრაზებს: «ის არასოდეს არ მიზიარებს თავის განცდებს», «რაღაცნაირად სულ განზე დგას…», «მას საერთოდ არ ადარდებს რა ხდება ჩემ სულში!» — და ა.შ. პრობლემა სოწორედ იმაშია, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაცნობიერება და გამოხატვა, შესაბამისად ამ მხრივ არც სხვების ესმით...

სამედიცინო ენაზე ამ მოვლენას ეწოდება «ალექსიტიმია». ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანის უუნარობას სტიყვებით გადმოსცეს საკუთარი განცდები და ემოციები. ალექსიტიმია გარკვეული დონით ყველა ჩვენგანშია. თუმცა რიგ შემთხვევებში ამ მდგომარეობამ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუწამლოს. მეცნიერების აზრით, ალექსიტიმია მსოფლიოს მოსახლეობის 8-10%-ს ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებაში, ამ ადამიანებს შორის უმეტესობა მამაკაცია.

 

4. ნაძალადევი ემოციური გამოხატვა

 

წარმოიდგინეთ: ხელმძღვანელი გსაყვედურობთ რაიმე შეცდომის ან საქმის არაჯეროვანი შესრულების გამო, თქენ კი გრძნობთ, რომ ცოტაც და მაგრად გაგეცინებათ და საკუთარ თავს ვერც კი მართავთ.

თუ ოდესმე რაიმე მსგავსი დაგმართნიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა გაწუხებდეთ სინდრომი სახელად «ნაძალადევი ემოციური გამოხატვა», რომელიც ასევე ცნობილია როგორც  «ფსევდობულბარული აფექტი».

 

5. ზოგიერთი ხმის აუტანლობა

 

პრაქტიკულად ყველა ჩვენგანი ვერ იტანს მთელ რიგ ხმებს: მაგალითად პენოპლასტის ჭრაჭუნს, დაფაზე ცარცით წერის ხმას, საქანელების ხმას და ა.შ. ნორმალურია თუ არა ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ხმებზეა საუბრი და რამდენად ხელისშემშლელია ისინი ადამიანის ცხოვრებისთვის.

ფსიქიკური აშლილობა, სახელად «მოფიზოფონია» — ეს არის მდგომარეობა, როცა გაღიზიანებას იწვევს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ხმები. მაგალითად, ხმები, რომლებსაც გამოსცემენ სხვა ადამიანები როცა ჭამენ, სუნთქავენ, ახველებენ ან დაკავებული არიან სხვა ჩვეულებრივი საქმიანობით.

 

6. დაუმორჩილებლობის ოპოზიციური დარღვევა

 

დიდ კოლექტივში ყოველთვის მოიძებნება კადრი, რომელიც ყველაფერს ზეწოლად აღიქვამს, რაც მოდის «ზემოდან». ის თავის მთავარ მიზნად მიიჩნევს დაამხოს ხელმძღვანელობის ავტორიტეტი ყველაზე ხმაურიანი და უსიამოვნო საშუალებით. ის წუწუნებს და კამათობს ნებისმიერ წვრილმანზე. თუ თქვენს კოლექტივში შემჩნეული გყავთ მსგავსი დამახასიათებელი ნიშნების მქონე პიროვნება, იცოდეთ, რომ ეს სხვა არაფერია, გარდა ფსიქიკური აშლილობისა, სახელად - დაუმორჩილებლობის ოპოზიციური დარღვევა.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.