„საქართველოში შემუშავებული იქნება ახალი კრიტერიუმები. გაძლიერებულია, სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციების კონტროლის მექანიზმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-ამერიკულ პროექტებზე, რომლებიც წლებია წარმატებით ხორციელდება. აშშ-ს ალერგიისა და ინფექცური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონ ფაუჩმა მინისტთან შეხვედრა ძალიან დადებითად შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული და პროდუქტიული. მას კარგად ესმის ჩვენს სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან გაგრძელდება, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჯანდაცის ამჟამინდელ მინისტრთან უფრო ხშირი თანამშრომლობა მოგვიწევს.“ალერგოლოგების სანახავად გადადით ბმულზე: ალერგოლოგი