საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები

7063 ნახვა
ქალბატონო, ქეთი რამდენიმე სიტყვით თქვენს გამოცდილებაზე რომ გვიამბოთ?

მე მაქვს 9  წლიანი გამოცდილება კოლპოსკოპიურ გამოკვლევასა და ქვედა სასქესო ორგანოების პათოლოგიების მკურნალობაში. კოლპოსკოპიის დახელოვნების კურსი მაქვს გავლილი 2008–2010 წ. წ.–ში თოდუას სახ. ს/კ ინსტიტუტში ქ–ნ მადონა ჯუღელთან, შემდეგ 2011 წ. დამკვირვებლად ვიმყოფებოდი ინგლისში 1 თვის განმავლობაში ევროპის ფედერაციის თავჯდომარესთან პროფესორ ჩარლზ რედმანთან სტრადფორშეარის უნისვერსიტეტის ჰოსპიტალში, 2009  წლიდან ვმუშაობ გინრკოლოგ–კოლპოსკოპისტად, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში. 2009 წ–დან–2016 წლამდე ვმუშაობდი მეან–გინეკოლოგად ჩაჩავას კლინიკაში.  უკვე 11 წელია მონაწილეობას ვიღებ და ვესწრები მსოფლიო სხვადასხვა კონგრესებს  (EFC, HPV–conference, EUROGYN). გახლავართ თსუ  დოქტურანტი და ვარ რამოდენიმე სტატიის ავტორი და ასევე სპიკერი სხვადასხვა ლექციებსა და კოლპოსკოპიის ტრენინგებზე, რომელიც ტარდება ყოველწლიურად საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპისს საზოგადოების მიერ, ვარ ამ საზოგადოების წევრი, 2012 წლიდან ამავე ორგანიზაციის მდივანი. 2017 წელს გავიარე IFCPC-IARC საერთაშორისო კოლპსოკოპიის ტრენერებისთვის კოლპოსკოპიის ტრეინინგი.


2. განახლებულ ჟორდანიას კლინიკაში რომელი მეთოებით ხდება საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა ?  

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე  აპარატურის უახლესი მოდელებით. კოლპოსკოპია ტარდება OLYMPUS- ის დიგიტალური კოლპოსკოპიით, რომელიც  შესაძლებობას იძლევა პაციენტების დიაგნოზების არქივირებას, შემდგომი დაკვირვებისთვისა და შედარებისთვის. სამკურნალო მანიპულაციები ტარდება  “ShtoRch” da “GIMA”- ს ახალი მოდელებით.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ქვედა სასქესო ორგანოების:საშვილოსნოს ყელის, საშოს ვულვისა და შორისის კობოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა.
 დიაგნოსტიკური მანიპულაციები : კოლპოსკოპია, დამიზნებითი ბიოფსია საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის, საშვილოსნოს ღრუს ენდომეტრიუმის ასპირაციური ბიოფსია.
სამკურნალო მანიპულაციები ქვედა სასქესო ორგანოებზე : ელექტროკოაგულაცია,  კრიოდესტრუქცია, საშვილოსნოს ყელის ექსციზიური მკურნალობა. აგრეთვე პოლიპებისა და გენიტალური მეჭეჭების მოცილება  ექსციზიური ან დესტრუქციუი მეთოდიებით.  ყველა ზევით ჩამოთვლილი მანიპულაციები ტარდება ამბულატორიული პირობებში,   ადგილობრივი გაუტკივარებით,   არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას,  რაც პაციენტისთვის სრულიად უმტკივნეულოა და ამასთანავე  კომფორტულიც.


3. როდის უნდა ჩაიტაროს ეს გამოკვლევები ქალმა?
პაპტესი და კოლპოსკოპიური კვლევა უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა სქესობრივი კავშირის დაწყებიდან 6 თვეში, ყოველწლიურად, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჩივილები, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ზუსტად მაღალი რისკის პაპილომა ვირუსს , რომელიც დადგენილია, რომ არის საშვილოსნოს ყელის  კიბოს ერთადერთი მიზეზი, და არა მარტო ყელის კიბოსი აგრეთვე სწორი ნაწლავის და ხორხისიც, მის მიერ გამოწვეულ დაზიანებებს არ გააჩნია არანაირი სიმპტომატიკა და შესაბამისად ქალს არ ააქვს ამ დროს ჩივილები. ჩივილები სამწუხაროდ ვლინდება  მხოლოდ კიბოს გვიან სტადიებზე, როცა უკვე მკურნალობაც და ოპერაციული ჩარევაც დაგვიანებულია და ვერ ხერხდება.  

 

გვესაუბრება, "ჟორდანიას კლინიკის" მეან გინეკოლოგი, ქალბატონი, ქეთი მანჯგალაძე. 
 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.