ბიუჯეტის სოციალური ხარჯები 300 მლნ ლარით გაიზარდა

ბიუჯეტის სოციალური ხარჯები 300 მლნ ლარით გაიზარდა

2268 ნახვა
2020 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. ბიუჯეტის სოციალური ხარჯები 300 მლნ ლარით გაიზარდა.

ასევე, 2020 წლის პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გაზრდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაიზრდება სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასებიც.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის, 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება მოქალაქეებზე და ისეთი მიმართულებების გაძლიერებაზე, როგორიც არის ხარისხიანი და მაღალ სტანდარტზე ორიენტირებული საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.