საქართველოს პრეზიდენტის ვაქცინაცია

საქართველოს პრეზიდენტის ვაქცინაცია

2041 ნახვა
საქართველოს პრეზიდენტი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ერთვება. სალომე ზურაბიშვილი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში მივიდა და "AstraZeneka"-ს ვაქცინა გაიკეთა.

 

"მე დღეს ჩავიტარე ვაქცინაცია ურიგოდ, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც რისკ ჯგუფს წარმოვადგენ. ვაქცინაცია პირველ რიგში ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ეს პერიოდი საკუთარ მხრებზე გადაიტანეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ." - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მედიის წარმომადგენლებს.

" - რა ვქნა, დღეს ჩემი დაბადების დღეა, შემიძლია დავლიო?" - ჰკითხა საქართველოს პრეზიდენტმა სამედიცინო წარმომადგენელს, რომელმაც მას ალკოჰოლური სასმლის მიღებისგან თავის შეკავება ურჩია.  

ბოლო ინფორმაციით ვაქცინაციის პორტალზე, აცრის მსურველი 5350 მედ.პერსონალია დარეგისტრირებული, ხოლო აცრილი 2719.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.