10 სასარგებლო პროდუქტი გულის ჯანმრთელობისთვის

10 სასარგებლო პროდუქტი გულის ჯანმრთელობისთვის

8436 ნახვა
  1. ცოცხალი მწვანილი

ცოცხალი მწვანილი სავსეა უჯრედის საშენი ნივთიერებით. რომელიც ამტკიცებს და აჯანსაღებს გულის კედლებს. მიიღეთ მწვანილი ცოცხლად - სალათებში და სხვადასხვა კერძებში.

 

  1. წითელი ღვინო

თუ ალკოჰოლი გიყვართ, წითელი ღვინო საუკეთესო არჩევანია (ნორმის ფარგლებში რა თქმა უნდა) თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის. ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, ის ამაგრებს თქვენი არტერიების კედლებს. ასევე, წითელი ღვინო იწვევს HDL-ის, იგივე - სასარგებლო ქოლესტეროლის ამაღლებას სისხლში.

გაითვალისწინეთ, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, საზიანოა ორგანიზმისთვის. მიიღეთ დღეში 2-3 ჭიქა.

  1. ორაგული

ორაგული, ომეგა 3-ის ნამდვილი საბადოა. თავის მხრივ, ომეგა 3 კი სასარგებლო ცხიმია რომელიც უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. გულთან მიმართებაში, ათხელებს სისხლს და ამცირებს გულის შეტევის რისკს.

ამერიკის ჯანმრთელობის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს მოსახლეობას, რომ კვირაში 2-ჯერ მაინც მიიღონ ორაგული.

  1. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთის მიღებისას, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, რომ ის იყოს "ექსტრა ვირჯინი". ე.წ. ცივი დაწურვის (დაწნეხვის) მეთოდით მიღებული. დაწნეხვით მიღებული ზეითუნის ზეთი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, ამაგრებს არტერიების კედლებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

  1. ნიგოზი.

ნიგოზი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ებრძვის გულის ანთებით დაავადებებს. შეიცავს დიდი ოდენობით ომეგა 3-ს. ებრძვის ჩიფსების და სხვა პროდუქტებისგან მიღებულ მავნე ცხიმებს.

  1. ტკბილი კარტოფილი

აღნიშნული პროდუქტი, საქართველოში ნაკლებ პოპულარულია. თუმცა, მისი მოხმარების სიხშირე იზრდება. ტკბილი კარტოფილი შეიცავს ვიტამინ A-ს, ლიკოპინს და ბოჭკოს. გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით. არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

  1. ფორთოხალი

ტკბილი, წვნიანი ციტრუსი, რომელიც შეიცავს სასარგებლო ქოლესტეროლს და C ვიტამინს დიდი რაოდენობით. არეგულირებს სისხლის წნევას. ყოველდღიურად 2 ჭიქა ფორთოხლის წვენის მიღება აჯანსაღებს სისხლძარღვების კედლებს.

  1. შვრია

საქართველოში ამ ბურღულს „გერკულესის“ ფაფის სახელით უფრო იცნობენ. შვრიის ფანტელის ფაფა სასარგებლოა გულის შეტევის რისკის შესამცირებლად. არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. რეკომენდირებულია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. შვრიის ბოჭკო ამცირებს მავნე ქოლესტეროლის შემცველობას სისხლში.

  1. დაბალი ცხიმის შემცველობის მქონე იოგურტი

დაბალცხიმიანი იოგურტი არეგულირებს სისხლის წნევას. შეიცავს კალციუმსა და კალიუმს, ამაგრებს ძვლებს და  ხელს უწყობს ცხიმის წვას.

  1. ალუბალი

მჟავე, ტკბილი, მშრალი თუ წვნიანი - ალუბალი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა. გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით და იცავს სისხლძარღვების კედლებს დაზიანებისგან.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.