საპროტესტო აქციას საქართველოს მედიცინის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

საპროტესტო აქციას საქართველოს მედიცინის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

2339 ნახვა
რუსეთი ოკუპანტია!
ამ გზავნილს, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში აპროტესტებენ, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაც შეუერთდა და სრულ თანადგომას გამოუცხადა.

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

"ადამიანების დახმარება არის ექიმის უპირველესი მოვალეობა. “მზერა” რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულ ნებისმიერ მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარებს საჭირო ოფთალმოლოგიურ პროცედურებს." - ასე მიმართა მთავარმა ექიმმა მოსახლეობას.


ტოტალ შარმი
“პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე და კლინიკა “ტოტალ შარმის” სრული კოლექტივი მზადყოფნას აცხადებს 20 ივნისის აქციაში დაზარალებულებს გაუწიოს სამედიცინო დახმარება კლინიკის პროფილის ფარგლებში.”

ჯიპიაი ჰოლდინგი
“ჩვენი სამედიცინო მომსახურების ურგენტული ჯგუფი 20 ივნისის ღამეს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა და ჩვენს დაზღვეულებს, რომლებიც აქციის დროს დაშავდნენ, საჭირო მკურნალობის ხარჯებს სრულად ვუფინანსებთ. ანტიოკუპაციურ მოძრაობას ჩვენი ძირითადი პროვაიდერი, კლინიკა კურაციო - Curatio Clinic უერთდება - მათ ვინც არ სარგებლობს ჯიპიაის დაზღვევით და აქციაზე დაშავდა, კურაციო საკუთარ სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ გაუწევს!”

კლინიკა კურაციო
“ჩვენ მზად ვართ, ყველას, ვისაც 20 ივნისის ღამის შემდეგ რაიმე სახის სამედიცინო დახმარება სჭირდება, შევთავაზოთ ჩვენი სამსახური. ჩვენი ოჯახის ექიმების ჯგუფის სრულიად უსასყიდლოდ გაუწევენ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას.”

ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი
“ცენტრი მზადაა უანგაროდ გაუწიოს ფსიქოლოგიური დახმარება
20 ივნისის ხელისუფლების ძალადობის მსხვერპლებს! ჩვენ შეგვიძლია თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენაში და მიღებული სტრესის გადატანაში დაგეხმაროთ!”

არდი დაზღვევა
“ყველა, ვინც დაზიანება მიიღო პატრიოტული აქციის მიმართ ძალის გამოყენების შედეგად, როგორც მიმდინარე მკურნალობის, ისე შემდგომი სამედიცინო რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურებს, მიიღებს ჩვენი დაფინანსებით.”

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ექიმების ინიციატივაც. მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობა და მედიკამენტები ორი ავტომობილით მიიტანეს და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.


 

გენ.მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი
“ლეგიონის სამედიცინო ჯგუფი იმყოფება აქციაზე და საჭიროების შემთხვევაში მზადაა დაშავებულებს გაუწიოს დახმარება.”

რასაც შემდგომ წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადება მოჰყვა, რომ ლეგიონელებს ჰქონდათ მათი სიმბოლო გამოსახული, რასაც ლეგიონელებმა ამ ფორმით უპასუხა:
"იმედია ეს "კონფლიქტი" ორგანიზაციების დაახლოების საბაბი გახდება და ერთად ვიმუშავებთ ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე!"

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.