პირველი ონკოლოგიური კლინიკა საქართველოში

პირველი ონკოლოგიური კლინიკა საქართველოში

41026 ნახვა
ყველასათვის ცნობილი „ონკოლოგიური“ კლინიკა ლისის ტბაზე, დღეს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის სახელით ფუნქციონირებს, სადაც პაციენტებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები ემსახურებიან და მაღალტექნოლოგიური აპარატურის დახმარებით, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს სთავაზობენ.

 

უნივერსალური სამედიცინო ცენტრში ( ა.ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი), პროფესიონალ მედიკოსთა  გუნდი 24-საათიან რეჟიმში იბრძვის მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და მათი გამოჯანმრთელებისთვის. პროფესიონალიზი, მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და  ხელმისაწვდომი ფასები სამედიცინო ცენტრის მთავარი მახასიათებლებია.

 

უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში (ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) მოქმედებს სპეციალური, დაბალი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც ცენტრის ადმინისტრაციამ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დანერგა. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობაში დაავადებათა ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, რაც გადამწყვეტია ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლაში.

 

პროფესიონალთა გუნდის მთავარი მიღწევა -1977 წლიდან დღემდე, უამრავი გადარჩენილი პაციენტის სიცოცხლეა. 

 

შეგახსენებთ, რომ პირველი ონკოლოგიური კლინიკის მშენებლობა საქართველოში  1965 წელს, ლისის ტბაზე  დაიწყო.  ვინაიდან ონკოპროფილის დაწესებულების აშენება მიზანშეწონილი გახლდათ ქალაქგარეთ, მაშინდელმა ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება  მშენებლობა ლისის ტბის მიდამოებში  დაეწყოთ.

 

ონკოლოგიური კომპლექსის პროექტირებასა და მშენებლობის მსვლელობას ხელმძღვანელობდა პროფესორი ანდრო ღვამიჩავა, რომლის დიდი დამსახურებითაც  1977  წელს საქართველოში  დასრულდა და  გაიხსნა  გამართული, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი.  შემდგომში პროფესორის საპატივცემულოდ ონკოლოგიურ კლინიკას  ანდრო ღვამიჩავას სახელი მიენიჭა. 

 

უნივერსალური სამედიცინო ცენტრი

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.