კორეელი პროფესორის მორიგი ვიზიტი  ავერსში - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციები განაკვეთის გარეშე

კორეელი პროფესორის მორიგი ვიზიტი ავერსში - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციები განაკვეთის გარეშე

2242 ნახვა
10 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე „ავერსის კლინიკას“ რიგით მე-5 ვიზიტით ეწვევა კორეელიპროფესორი ჯინ ვუკ იიჰ. იგეგმება ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე მსოფლიოს წამყვანკლინიკებში უკვე აპრობირებული უნიკალური ენდოსკოპიური მეთოდით, რომელიც პირველადამიერკვაკასიაში „ავერსის კლინიკაში“ იქნა დანერგილი. მეთოდი გულისხმობს ოპერაციასფარისებრ ჯირკვალზე ტრანსორალურად, პირის ღრუდან მიდგომით. (TOETVA - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach). ონკოლოგიურ პაციენტებს თირეოიდექტომიასთან(ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) ერთად ჩაუტარდებათ ლიმფური კვანძების ამოკვეთაც - ლიმფოდისექცია. (TOETVA+LD - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach with lymph node dissection).

კონსულტაციებსა და ოპერაციებს ერთობლივად ჩაატარებენ ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა დალიმფური კვანძების პირის ღრუდან ენდოსკოპიური მიდგომით ამოკვეთის მეთოდის ავტორი, ინჰას საუნივერსიტეტო კლინიკის (INHA University Hospital, სეული, სამხრეთ კორეა) პროფესორიჯინ ვუკ იიჰ და ,,ავერსის კლინიკის" ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსი, მედიცინისაკადემიური დოქტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიისდარგის ექსპერტი - ედიშერ სიხარულიძე.

ამავე პერიოდში იგეგმება ლექცია-სემინარები ფარისებრი ჯირკვლის ტრანსორალურიმეთოდით ამოკვეთის თემაზე, რომელსაც ჩაატარებს პროფესორი ჯინ ვუკ იიჰ.

,,ავერსის კლინიკა’’ მსოფლიო დონის ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა, რომელმაც ფუნქციონირება 2007 წლიდან  დაიწყო, დღეისათვის კი 12 ფილიალს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

კლინიკის პროფილის სანახვად ეწვიეთ ბმულს: ავერსის კლინიკა 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.