რომელი მშობლისგან გადადის ბავშვზე ინტელექტი - კვლევის შედეგი
არადა ყველა პირიქით თვლიდა…
ჩვენი ინტელექტი და გონიერება დედისგან გადმოგვეცემა, შესაბამისად, იმ ნიჭისა და შესაძლებლობების გამო, რაც გვაქვს, საკუთარი დედების მადლობელი უნდა ვიყოთ.
სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა დაასრულეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ამ თემის გარშემო და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინტელექტი გადაიცემა დედის ხაზით და არა მამის, როგორც აქამდე ითვლებოდა. სოწრედ დედის გენები აგებენ პასუხს თავის ტვინის განვითარებაზე, ხოლო მამის გენები — ლიმბური სისტემის, ანუ ე.წ. ემოციონალური ინტელექტის განვითარებაზე .
უფრო მეტიც, სხვა კვლევება აჩვენა - ადამიანებს ინტელექტი დედისგან გადაეცემათ იმიტომ, რომ ინტელექტის გენები განთავსებულია X ქრომოსომაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, არის კიდევ სხვა ფაქტორებიც.
გერმანიის ულმას უნივერსიტეტის მკლევარებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ გენეტიკა განვითარებული ინტელექტის ერთადერთი მიზეზი არ არის. ადამიანის განვითარებისა და ინტელექტის დონეზე სხვა ფაქტორებიც ახდენენ ზეგავლენას.
მთავარი ასეთი დამატებით ფაქტორი არის — დედასთან მიჯაჭვულობის ფაქტორი, განსაკუთრებით 2 წლის ასაკში. ბავშები, რომლებიც დედასთან ასეთ ასაკში ხშირად არიან და ერთად თამაშობენ ისეთ რთულ გონებრივ თამაშებს, როგორიცაა მაგალითად სიმბოლოების გამოცნობა, იზრდებიან გაცილებით უფრო ჭკვიანები, ვიდრე სხვა მათი თანატოლები.
მეორე ფაქტორი — ეს არის სიყვარული. თუ 13 წლამდე ბავშვების ემოციონალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია თითქმის ბოლომდე, მათ ჰიპოკამპაში წარმოიქმნება 10%-ით მეტი უჯრედი, ვიდრე მათში, რომლებიც დედის სითბოს ან სიახლოვეს მოკლებულნი არიან. უკვე დღეს, მეცნიერები ამბობენ, რომ ინტელექტი გენეტიკაზე დამოკიდებულია მხოლოდ 40-60%-ით, დანარჩენი — გარემოს შედეგია.
და კიდევ: მაშინაც კი, როცა თქვენი შვილი ნიჭიერია ბუნებრივად, მისი უნარების განვითარება აუცილებელია. ზრდასთან ერთად მის მიერ შესასრულებელი ამოცანები უნდა რთულდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ბავში, ასაკის მატებასთან ერთად მისი ინტელექტი განუვითარებელი დარჩება.
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაუზიარეთ მეგობრებს და დატოვეთ კომენტარები.
დატოვეთ კომენტარი