მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ჭიპლარის სისხლის ბანკი "ჯეოქორდი" საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინის მფლობელი გახდა
2017 წლის 25-26 ნოემბერს ლონდონში სასტუმრო Guoman Tower Hotel -ში გაიმართა კომპანია BID Group One-ის მიერ ორგანიზებული The International Quality Crown Award - საერთაშორისო ხარისხის გვირგვინის დაჯილდოება. კომპანია BID (Business Initiative Directions) One ესპანური კომპანიაა, რომელიც არსებობის 32 წელს ითვლის და ეხმარება გამორჩეულად მაღალ ხარისხსა და ინოვაციებზე ორიენტირებულ ბიზნეს-კომპანიებს ამ მიზნების მისაღწევად.
კომპანია BID თავის წერილში აღნიშნავს, რომ ჯეოქორდი შეირჩა ოქროს კატეგორიის დაჯილდოებაში მონაწილეობისათვის. სელექციის პროცესი მიმდინარეობდა კომპანია BID-ის მიერ 2017 წელს პარიზში, ნიუ იორკში, ფრანკფურტში, ჟენევასა და ლონდონში გამართულ კონგრესებზე. მოცემულ კომპანიას შექმნილი აქვს ხარისხის ექსპერტების ფართო ქსელი, სადაც ჩართულნი არიან ბიზნეს-ურთიერთობის სპეციალისტები, მენეჯერები, ინჟინრები, ფიზიკოსები, ეკონომისტები, მათემატიკოსები, სოციოლოგები, რომლებიც აანალიზებენ თითოული ნომინანტი ფირმის აქტივობებს ოფიციალურ და დამოუკიდებელ მედიაში, საერთაშორისო გამოფენებიდან, კონსულტანტების, უნივერსიტეტების, კომერციული პალატების, საელჩოების წყაროებიდან. საბოლოო გადაწყვეტილება ჯეოქორდის თაობაზე მოხდა ამ ქსელიდან მოპოვებული ინფორმაციაზე დაყრდნობით BID-ის ხარისხის ექსპერტების მიერ.
ეს ჯილდო ჯეოქორდს 2017 წლის 26 ნოემბერს ლონდონში საზეიმოდ გადაეცა. ჯილდოს მინიჭება არის ჩვენი კომპანიის მიღწევების საერთაშორისო აღიარება ხარისხის და ინოვაციისდარგში.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის მიმდინარეობისას BID-ისა და მადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა ორდღიანი სემინარი ხარისხის მართვის შესახებ. სემინარზე განიხილეს ის უპირატესობანი, რომელსაც ხარისხის მაღალი კულტურა ანიჭებს კომპანიას დიდი კონკურენციის პირობებში. სემინარზე მეტად საინტერესო იყო მოხსენებები ისეთი ინოვაციური მიმართულებების შესახებ, როგორიცაა ნეირომარკეტინგი, სოციალური მარკეტინგი და ე.წ. მხარდაჭერის მარკეტინგი. ინტერაქტიულ სემინარებში და დისკუსიებში ჯეოქორდი აქტიურად იყო ჩართული. შედგა მრავალი შეხვედრა ხარისხის მართვის დარგის წამყვან სპეციალისტებისთან, მათ შორის BID-ის პრეზიდენტთან ჟოზე პრიეტოსთან. პრეზიდენტის თქმით, მისი კომპანია ჯეოქორდს მომდევნო წლებში დაეხმარება ხარისხის მართვის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.
ჯილდო სტიმულს აძლევს კომპანია ჯეოქორდს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის.
დატოვეთ კომენტარი