„სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმით, რომ საქართველოს პრიორიტეტული სფეროები ხშირ შემთხვევაში ემთხვევა საფრანგეთის მიზნებსა და პრიორიტეტებს. თქვენმა ქვეყანამ განვითარების ევროპული მოდელი აირჩია, რომელიც სოციალურ საჭიროებებზეა მორგებული. სამინისტროსთან ბევრი საერთო თემა გვაკავშირებს. ვმუშაობთ სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ფარმაცევტულ საკითხებზე. ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“ - განაცხადა დიეგო კოლასმა.შეხვედრას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმღვანელი ზაალ კაპანაძეც ესწრებოდა.