როგორ მოვიქცეთ შუბლის ტკივილის დროს?

როგორ მოვიქცეთ შუბლის ტკივილის დროს?

51345 ნახვა

 

შუბლის ტკივილი შესაძლოა, იყოს არასასიამოვნო და ყურადღების გამფანტველი იყოს, მაგრამ კარგია, რომ იშვიათად არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანი. სტატიაში მოგიყვებით შუბლის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ ტიპებზე და გასწავლით, თუ როგორ გაუმკლავდეთ დისკომფორტს.

 

 

შუბლის ტკივილის ტიპები და სიმპტომები

შუბლის ტკივილის ტიპს, რომელსაც განიცდით, შეუძლია, რომ ბევრი რამ გითხრათ იმის შესახებ, თუ რა ხდება თქვენს თავში

 

მფეთქავი ტკივილი - ასეთ დროს შესაძლოა, იგრძნოთ ტალღების მაგვარი მფეთქავი შეგრძნება შუბლის არეში, რაც წნევას ზრდის სხეულის ამ ნაწილში. აღნიშნული დისკომფორტი ძირითადად რამდენიმე საათი გრძელდება ხოლმე, მაგრამ თუ ყურადღებას არ მიაქცევთ ქრონიკულ „შემოტევად“ გადაიქცევა. როგორც წესი, ამ ტიპის შუბლის ტკივილი გამოწვეულია შაკიკით, ნაბახუსეობით, სტრესით და ა.შ.

გამჭოლი ტკივილი - ასეთი დისკომფორტის ხანგრძლივობა უმეტესად მცირეა, თუმცა სიმძიმის შეგრძნება საკმაოდ ინტენსიურია. როდესაც რაიმე ცივს მივირთმევთ, ისეთი გრძნობა გვეუფლება თითქოს „ტვინი გვეყინება“. მკვეთრ დაჭიმულობას შუბლის არეში ზოგჯერ იწვევს ანევრიზმა, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

 

სსიმპტომები, რომლებიც ზოგჯერ თან ახლავს შუბლის ტკივილს:

შუბლის ტკივილთან ერთად შესაძლოა, სხვაგვარ დისკომფორტსაც განიცდიდეთ, მაგალითად, თუ შუბლი ტკივათ და თან სუსტად ხართ, სავარაუდოდ სისხლში შაქრის შემცვლეობა ძალიან დავარდნილია. თავის არეში უსიამოვნო შეგრძნების დროს პაციენტები ასევე უჩივიან:

  • ცხვირის შეშუპებას
  • სიცხეს ან შემცივნებას
  • სურდოს
  • ღებინებას
  • დიარეას
  • სისუსტეს
  • გაღიზიანებას
  • უენერგიობას
  • ტკივილს კისრის, ყბის ან თავის არეში
  • თვალის ტკივილს

შუბლის ტკივილი დროს ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ სხვა სიმპტომს ან ცვლილებას, რომელსაც განიცდით, რათა უკეთ შეძლოთ ჩივილების გამომწვევი მიზეზის დადგენა ექიმთან კონსულტაციის დროს.

 

სერიოზული სიმპტომები, რომლებიც შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს

შუბლის ძლიერი ტკივილი გარკვეულ შემთხვევებში იწვევს ისეთ ორგანიზმის სერიოზულ მდგომარეობას, როგორიც ინსულტი ან ჰემორაგიაა. ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან მიხვიდეთ ახლოს მდებარე კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. განსაკუთრებით საყურადღებო სიმპტომებია:

  • სისუსტე ან სხეულის გარკვეული ნაწილის დაბუჭება, განსაკუთრებით ერთ მხარეს
  • სიფხიზლის ან ცნობიერების დონის ცვლილება
  • კომუნიკაციური უნარების დარღვევა
  • მხედველობის უეცარი ცვლილება, სრულად დაბინდვა ან ტკივილი ერთ თვალში
  • უეცარი დაბნეულობა, ბოდვები და ჰალუცინაციები

 

 

შუბლის ტკივილის მიზეზები

შუბლის ტკივილი უმეტესად ყველაზე გავრცელებული სიმპტომია გარკვეული შემთხვევების დროს, მაგალითად, გაციებისას ან თავის ტკივილის დროს.

  • ინფექცია

სინუსური ინფექცია ჩვეულებრივ იწვევს თავისა და სახის არეში დისკომფორტს. გაციებამ ან გრიპმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ეს სიმპტომი

  • ანთება

შეშუპება ან ანთება ზრდის წნევას შუბლის მიდამოებში, რაც გამოწვეულია ავამდყოფობითა ან თავისა და კისრის რბილ ქსოვილებში სითხის მომატებით

  • თავის ტკივილი

თავის ტკივილის სხვადასხვა შემთხვევა უმეტესად პასუხისმგებელია შუბლის ტკივილზე

  • ჰორმონალური ცვლილებები

ჰორმონები გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე, ამიტომ უეცარმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი თავის არეში

  • თვალის გადაღლა

შეუსვენებლად კითხვამ, კომპიუტერთან მუშაობამ თუ მობილურის პატარა ეკრანზე ფილმის ყურებამ შესაძლოა გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს შუბლის ზონაში

  • მენინგიტი

შუბლის ტკივილი ხშირად აწუხებთ მენინგიტის ინფექციის დროს. ასეთ შემთხვევაში ვითარება საკმაოდ სერიოზულია ხოლმე, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას

  • ანევრიზმა

ტვინში ანერვიზმამაც შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი შუბლის არეში.  „ამობურცულობა“ ზოგჯერ ზეწოლას ახდენს რბილ სხეულებზე და ქმნის მუმივი თავის ტკივილის შეგძნებას.

  • ინსულტი

იშვიათ შემთხვევებში შუბლის უეცარი, მკვეთრი ტკივილი შესაძლოა იყოს ინსულტიც ნიშანი.

 

 

შუბლის ტკივილი უმეტესად თავისით გადის, თუმცა თუ დაძაბულობის შეგრძნება მუდმივია ან იგი ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებას, მნიშვნელოვანია შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა. შუბლის ტკივილის ზოგიერთი გამომწვევი მიზეზის დროს მედიკამენტოზური ჩარევაა საჭიროა. არსებობს კი რაიმე გზა შუბლის ტკივილის თავიდან ასაცილებლად? უპირველესყოვლისა აღნიშნული დისკომფორტის დროს მკურნალობა ემყარება იმის გაგებას, თუ რა იწვევს ჩივილებს შუბლის მიდამოებში. ასეთ უსიამოვნო შეგრძნება იშვიათად არის სერიოზული პრობლემის ნიშანი. ეს ხშირად საერთო მდგომარეობის გვერდითი მოვლენაა, როგორც გაციება ან სინუსური ინფექცია, მაგრამ თუ ტკივილი უკვე ქრონიკულია, მიაკითხეთ ექიმს. როცა შუბლის ტკივილი გამოწვეულია დაძაბულობითა და სტრესით, ეცადეთ ასეთ დროს ღრმად ისუნთქოთ და დაკავდეთ ვარჯიშით ან იოგით. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ არტერიულ წნევას, რადგან დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება ხელს უწყობს თავის ტკივილის შემცირებას და გულის გამართულად მუშაობას.

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.