როგორ მოვიქცეთ ანაფილაქსიური შოკის დროს?

როგორ მოვიქცეთ ანაფილაქსიური შოკის დროს?

11725 ნახვა

 

რა არის ანაფილაქსიური შოკი?

ბევრ ადამიანი გარკვეული საკვები პროდუქტისა თუ ნივთიერების მიმართ ალერგიულია. ასეთ დროს ალერგენთან შემხებლობამ შესაძლოა, გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი. მდგომარეობა დაუყოვნებლივ საჭიროებს სასწრაფო დახმარებას, რათა ფატალური შედეგი არ დადგეს. როცა თქვენი სხეული ანაფილაქსიას განიცდის, წნევა მოულოდნელად ეცემა, სასუნთქი გზები ვიწროვდება, რაც პაციენტს გამართულად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

 

როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

სანამ ანაფილაქსიური შოკი დაგეწყებთ, აუცილებლად იგრძნობთ დისკომფორტს სხეულის სხვადასხვა ზონაში, ამიტომ ყურადღება მიაქციეს, რას „გკარნახობთ“ ორგანიზმი.

ანაფილაქსიის სიმპტომებია:

  • კანის რეაქცია, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სიწითლე ან სიფერმკთალე
  • უეცარი სითბოს მოზღვავება სხეულში
  • ყლაპვის გაძნელება ან საყლაპავ მილში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება
  • გულისრევა, ღებინება ან დიარეა
  • მუცლის ტკივილი
  • სუსტი და სწრაფი პულსი
  • სურდო და ცემინება
  • გადიდებული ენა ან ტუჩები
  • ხიხინი ან სუნტქვის გაძნელება
  • სახისა და კიდურების დაბუჟება

 

ფიქრობთ, რომანაფილაქსიასგანიცდით?დაუყოვნებლივმიმართეთექიმს!თუანაფილაქსია გადაიზარდაანაფილაქსიურშოკში იგრძნობთ შემდეგ სიმპტომებს:

  • სუნთქვის გაძნელება
  • თავბრუსხვევა
  • დაბნეულობა
  • სისუსტის უეცარი შეგრძნება
  • გონების დაკარგვა

 

მიზეზები და რისკფატორები

ანაფილაქსია გამოწვეულია იმუნურის სისტების გადაჭარბებული რეაქციით იმ ალერგენზე, რომლის მიმართაც არ აქვს ორგანიზმს მიმღებლობა. თავის მხრივ ანაფილაქსია  ანაფილაქსიური შოკს მაპროვოცირებელია.

 

ანაფილაქსიას ყველაზე ხშირად იწვევს:

  • გარკვეული მედიკამენტები, მაგალითად, პენიცილინი
  • მწერის ნაკლები
  • საკვები, როგორიცაა რძის პროდუქტები და თხილეულობა
  • იმუნოთერაპიული აგენტები
  • ლატექსი

 

იშვიათ შემთხვევაში, ვარჯიშმა, აერობიკამ, სირბილმაც შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. ზოგჯერ ამ რეაქციის მიზეზი დაუდგენელია, რასაც ოდიოპათიურ ანაფილაქსიას უწოდებენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა იწვევს თქვენს ალერგიულ შეტევებს, მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ შესაბამის ტესტს.

 

მწვავე ანაფილაქსიისა და ანაფილაქსიური შოკის რისკ ფაქტორებია:

  • წინა ანაფილაქსიური რეაქცია
  • ალერგია ან ასთმა
  • ანაფილაქსიის ოჯახური ისტორია

 

რა გართულებები ახასიათებს ანაფილაქსიურ შოკს?

ანაფილაქსიური შოკი ძალზე სერიოზული შეტევა, რადგან მას შეუძლია გადაკეტოს თქვენი სასუნთქი ორგანოები და ხელი შეუშალოს თავისუფლად სუნთქვას. გამორიცხული არაა გულის გაჩერებაც, რადგან ამ ორგანოს არტერიული წნევის შემცირების გამო საკმარისი ჟანგბადი აღარ მიეწოდება. ეს ყოველივე ხელს უწყობს ისეთ სერიოზული პოტენციური გართულებების წარმოშობას, როგორიცაა: ტვინის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, არითმია, გულის შეტევა. ანაფილაქსიურ შოკს შეუძლია გააუარესოს მრავალი დავაადების სიმპტომები. რაც უფრო მალე მიიღებთ დახმარებას ანაფილაქსიური შოკის დროს, უფრო მცირდება ლეტალური შედეგის თავიდან აცილების რისკი, რაც არც ისე იშვიათია ანაფილაქსიის დროს.

 

როგორ მოვიქცეთ ანაფილაქსიური შოკის დროს?

მწვავე ანაფილაქსიის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრადო დახმარებას. თუ მოგეპოვებათ ეპინეფრინის ავტომატური ინჟექტორი, სიმპტომების გამოვლენიდან მალევე გამოიყენეთ. მოერიდეთ ნებისმირი სახის ორალური მედიკამენტის მიღებას, სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში. მაშინაც კი, თუ ეპინეფრინის გამოყენების შემდეგ თავს უკეთესად იგრნობთ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რადგან მედიკამენტის ორგანიზმიდან გამოსვლის შემდეგ შესაძლოა, ალერგიული შოკი მალევე განმეორდეს. თუ ანაფილაქსიური შოკის გამოწვევი მწერის, მაგალითად ფუტკრის, ნაკბენია ფრთხილად ამოიღეთ ნესტარი, მაგრამ ზედმეტად არ შეეხოთ, რადგან შხამი არ გამოიყოს. ანაფილაქსიის დროს წამოწექით კომპორტულად და ფეხები ასწიეთ სიმაღლეზე, რათა სისხლი მიწოდება სასიცოცხლო ორგანოებისგან გაუმჯობესდეს.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.