როგორ ავარიდოთ თავი პასუხს - 5 რჩევა ფსიქოლოგებისგან
წარმოგიდგენთ ფსიქოლოგების საუკეთსო რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოიშოროთ არასასურველი თანამოსაუბრე ზრდილობიანად.
ადამიანის დამახასიათბელი თვისებაა ჭარბი ცნობისმოყვარეობა. ზოგჯერ ეს გადადის უტაქტობაში. ასეთ ადამიანებს არ ერიდებათ დასვან უხერხული შეკითხვები და შედარებით მორიდებული პიროვნებები ჩააყენონ უხერხულ მდგომარეობაში. ამ სტატიაში თავმოყრილია ფსიქოლოგების საუკეთესო რჩევები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიცილოთ თავიდან არასასურველი თანამოსაუბრე უხეშობის გარეშე.
1. სარკის პრინციპი - შეკითხვაზე შეკითხვით პასუხი
შემხვედრი შეკითხვის დასმა — ყველაზე გავრცელებული საშუალებაა თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის შესაჩერებლად. «რატომ გაინტერესებთ?», «რაში გჭირდებათ ასეთი დეტალების ცოდნა?», «ზედმეტი ინფორმაცია ხომ არ არის ერთი დღისთვის?» - არის შემთხვევები, როცა მეგობრების დედები ინტერესდებიან თქვენი პირადი ცხოვრებით და საქმიანობით. ასეთი ტიპის «პასუხები» მსგავს ადამიანებს უკარგავთ საუბრის გაგრძელების სურვილს და უკვე თავად ეცდებიან სხვა მიმართულებით წაიყვანონ თემა.
2. შეკითხვის ჩანაცვლების პრინციპი
ეს მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ იწყებთ შეკითხვის დაზუსტებას და მის დასრულებას ისე ახდენთ, როგორც თავად გაწყობთ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი ვარიანტი ყოველთვის არ მუშაობს. ზოგჯერ ჩაძიებას საზღვრები არ აქვს, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანების მხრიდან.
3. იუმორი
ეს ვარიანტი ყველაზე საზრიანებისთვის არის. კარგმა ხუმრობამ შეიძლება შეწყვიტოს ყველაზე დაჟინებული მოთხოვნაც კი. თუმცა, ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ხუმრობის ფორმა შეკითხვის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს, რა თქმა უნდა თუ თქვენ ვინმეს წყენინება არ გაქვთ გამიზნული.
4. ოკეანის პრინციპი
ეს მექანიზმი კარგად არის ცნობილი სტუდენტებისთვის. პროფესიონალურად «დაღვარეთ წყალი». ეს შეიძლება იყოს გასაუბრება პრესტიჟული თანამდებობის ვაკანსიაზე ან თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ შეკითხვა. ფსიქოლოგები ამ შემთხვევაში გვირჩევენ მივმართოთ «ხმამაღალ ნათქვამებს», ანუ უნდა იყოთ ხმამაღალი ფრაზების მთქმელი ადამიანი. თუმცა, საჭიროა თავი აარიდოთ კონკრეტიკას, გახსოვდეთ, რომ უნდა თქვათ «მე ჩავდებ ძალისხმევას» და არა «მე გავაკეთებ».
5. საკითხის იგნორირება
ეს მეთოდი კარგად მუშაობს აგრესიის ან პროვოკაციის შემთხვევაში. მთავარია არ გახდეთ მანიპულაციის მსხვერპლი. სჯობს გაჩუმდეთ, ან მოკლე პასუხი გასცეთ, რაც გაცილებით უსაფრთხოა თქვენი რეპუტაციისათვის, ვიდრე კამათში შესვლა.
დატოვეთ კომენტარი