ბავშვობისას უფროსები ხშირად გვეუბნებოდნენ: „ჭამე ბოსტნეული, თუ გინდა ჯანმრთელი გაიზარდო“. შესაძლოა, ჩვენმა ოჯახის წევრებმა, სამედიცინო თვალსაზრისით დაწვრილებით სულაც არ იცოდნენ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბოსტნეულის მიღება, თუმცა ჯანსაღ კვებაზე ზოგადი წარმოდგენა მაინც ყველას გვაქვს. სულაც არ არის საჭირო გახდე მკაცრი ვეგანი ან ვეგეტარიანელი, რომ იკვებო ორგანული პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით. ნებისმიერი ცხოვრების წესის მქონდე ადამიანისთვს მნიშვნელოვანია იმ ვიტამინებისა თუ მინერალების მიღება, რომელსაც ჯანსაღი პროდუქტები შეიცავს.
როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ბოსტნეული?
გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდობაში ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდნენ, ზრდასრულ ასაკშიც განაგრძობენ ასე კვებას. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, შვილს ბოსტნეული შევაყვაროთ? ბავშვთა ფსიქოლოგები და პედიატრები გვირჩევენ, რომ მაგალითი პატარებს უფროსებმა მივცეთ. განვითარების ადრეულ ეტაპებზე ბავშვი ყველაფერს იმეორებს, რასაც ირგვლივ ხედავს, სიარულისა თუ ლაპარაკის უნარებსაც ხომ ამ საშუალებით ივითარებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, პატარა ხედავდეს როგორ „აფასებენ“ ბოსტნეულს მშობლები, ბებია-ბაბუა, უფროსი დედმამიშვილები. მიუხედავად ამისა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გემოვნება იცვლება ასაკის მატებასთან ერთად - ბავშვებმა, რომლებიც უარს ამბობდნენ ბოსტნეულზე, შეიძლება შემდგომ შეიყვარონ ორგანული საკვები. განაგრძეთ ბოსტნეულის შეთავასება, თუმცა თავი აარიდეთ დაძალებას, რადგან ამან შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს.
1. ბოსტნეული შესანიშნავი ორგანული შემავსებელია
დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ბოსტნეული კვებითი რაციონის ცენტრად ვაქციოთ. ამ ტიპის პროდუქტები დაბალი ცხიმებითა და ცილებით გამოირჩევა, ამიტომ შესანიშნავად შეიძლება ცხოველური პროტეინების ჩანაცვლება. თუ თქვენს სუფრაზე ნელ-ნელა გაჩნდება გემრიელი ბოსტნეულის კერძები, მალე მთელი ოჯახი დაიწყებს ნაკლები ხორცის ჭამას. ბუნებრივია ნებისმიერ ცვლილებას დრო სჭირდება, პირველი ეტაპისთვის შეგიძლიათ თანაბარი რაოდენობის ხორცეული და მცენარეული პროდუქტები მიირთვათ, შემდეგ კი ხორცი უკვე მეორე პლანზე გადავა.
2. ბოსტნეული ორგანიზმის მკვებავია
ბოსტნეული შეიცავს უამრავ საჭირო ვიტამინსა და მინერალს ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის. სულ მცირე რაოდენობის ორგანული პროდუქტითაც კი საკმარის კალორიას მიიღებთ იმისთვის, რომ მთელი დღე ტონუსში იყოთ. დიეტოლოგების აზრით, კვების რაციონი რკინით მდიდარი პარკოსნებითაც (ლობიო, ბარდა, ოსპი) მაქსიმალურად უნდა იყოს დატვირთული.
3. ბოსტნეული დიეტაზე მყოფი ადამიანების საუკეთესი „პარტნიორია“
ბოსტნეული ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, როცა დიეტის დროს კვების რაციონის შედგენა სააჭირო. აღსანიშნავია, რომ ორგანიზმი ბოსტნეულის მიღების დროს ზუსტად იმდენ კალორიას იღებს, რამდენსაც ესა თუ ის საკვები შეიცავს. ბევრი ამ ტიპის პროდუქტს „უფასო საკვებსაც“ კი უწოდებს, რადგან უმეტესად განუსაზღვრელი რაოდენობით შეიძლება მიღება: დაღეჭე, გადაყლაპე და მოინელე.
4. ბოსტნეული მალევე ანაყრებს
ბოჭკოვანი ნივთიერებების დიდი რაოდენობის გამო ბოსტნეული მალევე ანაყრებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომაა შეუძლებელი ზედმეტად ამ ტიპის პროდუქტის მიღება.
5. მრავალფეროვნება, მრავალფეროვნება, მრავალფეროვნება
მრავალფეროვნება ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის. გაგვიმართლა, რომ მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა სახეობის ხილი და ბოსტნეული არსებობს და კიდევ უფრო მეტი საშუალება მათი განსხვავებული კერძების სახით მომზადების. არ გიყვარს კიტრი? მიირთვი ბადრიჯანი? არც ბადრიჯანი მოგწონს? კომბოსტოზე რას იტყვი? მცირეწლოვნებში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა მრავალფეროვან კვებით რაციონზე, პატარებს მალევე ბეზრდებათ ერთი და იგივე პროდუქტები, ამიტომ შეგიძლიათ ყოველი დღე ახალ-ახალი ბოსტნეულით დაიწყო.
6. ბოსტნეული უზრუნველყოფს რთული ნახშირწყლების შეწოვას
ბოსტნეული გვაწვდის ენერგიას კომპლექსური ნახშირწყლების საშუალებით. მათ მონელებას გარკვეული დრო სჭირდება და არ იწვევს სისხლში შაქრის მომატებას და დაცემას, გამონაკლისია ჭარხლის ან სიმინდის შაქარი, რომელთაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვთ.
7. ბოსტნეული შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო კომპონენტებს
ბოსტნეულთა უმეტესობა თეფშზე არც ისე მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უამრავ საჭირო მინერალს შეიცავენ. შეფუთული საკვების ეტიკეტებზე ხშირად შეხვდებით შემადგენლობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობა მდიდარია ასობით ღირებული საკვები ნივთიერებით, რომელთაც ფიტოქიმიკატებს უწოდებენ. მათი უმეტესობა სწორედ მცენარეებში გვხვდება. უახლესი გამოკვლევები, განსაკუთრებით კიბოს მკურნალობის მიმართულებით, გვიჩვენებს, რომ სიმსივნურ დაავადებასთან ბრძოლისას ბოსტნეულის მიღება ეხმარება ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში.