რატომ უნდა დავტოვოთ საძინებელში მარილიანი ლიმონი?

რატომ უნდა დავტოვოთ საძინებელში მარილიანი ლიმონი?

10851 ნახვა

ყველამ კარგად იცი ლიმონის სასარგებლო საკვები და კოსმეტიკური თვისებების შესახებ. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც ჰაერის გამასუფთავებლის. უბრალოდ გაჭერით ლიმონი ოთხად და მოაყარეთ მარილი, დადეთ საწოლთან ტუმბოზე და დატოვეთ ასე მთელი ღამით. ასეთი ჰაერის გამწმენდი ძალიან სასარგებლოა და მთელი რიგი უპირატესობები აქვს, კერძოდ:

 

1. ხსნის სტრესს


კვლევების თანახმად, ციტრუსების სუნი ტვინს ასვენებს და ამშვიდებს.


2. აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს  


თქვენ ალბათ იკითხავთ: “რატომ არის ამის გაკეთება საჭირო ძილის წინ?”  - სინამდვილეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს. ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ კარგი ძილი დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე. ერთ-ერთი მათგანია დადებითზე კონცენტრაცია. ლიმონი კი ამ უანრს აუმჯობესებს.


3. აუმჯობესებს სუნთქვას


არომატს, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედება, ასევე შეუძლია გააუმჯობესოს სუნთქვა სასუნთქი გზების გაჭედვის დროს.

 

4. აფრთხობს მწერებს


ბუზები, კოღოები და სხვა მსგავსი წვრილი მწერები ძალიან შემაწუხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღამით ძილის საშუალებას არ იძლევიან. ლიმონის სუნი აფრთხობს ყველა მწერს. უკეთესი ეფექტისთვის დაამატეთ მიხაკი.

 

5. დილით ზრდის ენერგიულობისა და აქტივობის ეფექტს


რა თქმა უნდა სამუშაო დღეებში საწოლიდან ადგომა არ არის ადვილი, მაგრამ ლიმონი დაგეხმარებათ უფრო მარტივად გაიღვიძოთ. და ეს იმის დახმარებით, რომ ლიმონი იწვევს ტვინშ სეროტონინის დონის მომატებას.


6. ასუფთავებს ჰაერს


სახლში ბოლოს ჰაერი როდის გაანიავეთ? ლიმონს არამარტო კარგი სურნელი აქვს, არამედ ჰაერსაც წმენდს. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია იმისათვის, რომ სახლიდან სხვადასხვა სუნი მოაცილოთ.   

 

7. ახდენს წნევის ნორმალიზებას


ლიმონის სუნს აქვს წნევის დარეგულირების შესაძლებლობა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ასაკოვანი ადამიანებისთვის.

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.