ბევრმა სიცილმა შეიძლება ეს 5 რამ გამოიწვიოს

ბევრმა სიცილმა შეიძლება ეს 5 რამ გამოიწვიოს

13320 ნახვა
თაობიდან თაობას გადაეცემა სიბრძნე იმის შესახებ, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. არსებობს 5 ფაქტი, რომელიც მის ნამდვილობაში დაგარწმუნებთ, ესენია:

 

1. ანეკდოტი

რეგულარული და, ამავდროულად, გულწრფელი სიცილი დადებითად აისახება თქვენს მეხსიერებაზე. როდესაც თქვენ მხიარულობთ, მცირდება სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის გამომუშავება, აცხადებს ჰიურინდერ ბეინსი ლომა-ლინდას (აშშ) უნივერსიტეტიდან. ამისთვის კი აუცილებელია სიცილი.

 

2. სასაცილო პაციენტები

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ თუ ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პაციენტებს ვუჩვენებთ კლასიკურ კომედიებს, მათი გამოჯანმრთელების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ასეთ პაციენტებს უფრო ნაკლებად ჭირდებათ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებიც.

 

3. მხიარულების სიხშირე

ხუთი ცნობილი უბნიდან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - გამა უფრო აქტიურდება, როცა თქვენ მხიარულად ხართ. გამა-რეჟიმი საშუალებას აძლევს ტვინს უკეთ იმუშაოს. მას უკავშირდება ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ფუნქცია. პერიოდული მხიარულება და მისი სიხშირე დადებითად მოქმედებს თქვენზე.

 

4. სიცილის ძალა

სიცილისგან მუცლის არეში ტკივილი  არა მხოლოდ აბდომინალური კუნთების დაჭიმვაზე მეტყველებს, არამედ საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპია ვარჯიშის წინ. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაატარეს ექსპერიმენტი - ადამიანებს 15 წუთის მანძილზე შესთავაზეს, ეყურებინათ რაიმე ძალიან სასაცილოსთვის, შემდეგ იკვლევდნენ, შედეგი მხოლოდ დადებითი იყო.

 

5. გული სიხარულით ივსება

მხიარულების ყოველდღიური დოზა ახანგრძლივებს სიცოცხლეს და დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. ის ამცირებს სტრესსაც, ასევე, სისხლის მიმოქცევაც უმჯობესდება.  საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფერს დადებითი შედეგი აქვს ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე. 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.