ჩირი - რა თქმა უნდა, მდიდარია საკვები ნივთიერებებით. თუმცა ის ხელს უწყობს მუცლის შებერილობას და მეტეორიზმს, ვისაც დარღვეული აქვს ფრუქტოზის გადამუშავება და მიმღებლობა. თუ გსურს მისი თავიდან არიდება, ასეთ შემთხვევაში არჩევანი უნდა შეაჩერო ცოცხალ ხილსა და თხილზე.
ზღა და კოქტეილები - არის ის, რაც ყველას სურს ზაფხულის პერიოდში, თუმცა ხილის წვენებს არ გააჩნიათ კვებითი ღირებულება. ისინი ხშირად შაქრის ჭარბ რაოდენობას შეიცავენ, რომლებიც თავდაპირველად ენერგიას გჩუქნიან, ხოლო შემდეგ მის გარეშე გტოვებენ. ზოგჯერ თავის ტკივილის მიზეზიც კი ხდებიან და მუცლის შებერილობასაც კი იწვევენ.
ამ თვალსაზრისით, არც სიმინდია მაინც და მაინც სასარგებლო, რომელიც მუცლის შებერილობას იწვევს და დისკომფორტს გიქმნის ზღვაზე ყოფნისას. ის შეიცავს ნახშირწყლების იმ სახეობას, რომლის გადამუშავებას ორგანიზმი ადვილად ვერ ახერხებს.
თეთრი ღვინო - უფრო კარგად აგრილებს, ვიდრე წითელი, თუმცა უმჯობესია მისი სახლის პირობებში მიღება. უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ ზოგიერთი სახის ალკოჰოლის მიღება და განსაკუთრებით თეთრი ღვინისა, იწვევს მელანომის (სიმსივნის ერთ-ერთი სახის) განვითარებას, რადგან ის გამოდევნის ანტიოქსიდანტებს და სხვა მნიშვნელოვან ვიტამინებს, რომლებიც კანს ეხმარება მზის სხივების მავნე ზემოქმედებასთან გამკლავებაში. წითელი ღვინო კი პირიქით ეხმარება ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვაში.
კრეკერები - რაც დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა და, ამასთან, მსუბუქი რამ წახემსებისთვის. თუმცა ისინი იმაზე უკეთესი არ არის, ვიდრე ჩიპსებია და ხელს უწყობს ასევე მუცლის შებერილობას და შინაგან დისკომფორტს.
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა