რახან შენი ჯანმრთელობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, გთავაზობ რამდენიმე არგუმენტს, რათა დაგაჯერო, რომ მოწევას ახლავე უნდა თავი დაანებო:
ბოლო ღერის მოწევიდან ზუსტად 20 წუთის შემდეგ, შენი პულსი და წნევა დაეცემა, ხოლო ტემპერატურა ხელებსა და ფეხებში პირიქით - მოიმატებს.
სიგარეტზე თავის დანებებიდან 8-12 საათის შემდეგ სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის დონე ნორმალურამდე დაიწევა და პირდაპირი მნიშვნელობით ამოისუნთქებ.
24 საათის შემდეგ გულის შეტევის რისკი საგრძნობლად შემცირდება.
48 საათის შემდეგ შეამჩნევ, რომ სუნისა და გემოების მიმართ ბევრად უფრო მგრძნობიარე გახდი.
ბოლო სიგარეტიდან 2-3 კვირაში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება. სიარულიც გაგიმარტივდება. ხველა და ხიხინიც გაქრება. 3 თვის შემდეგ კი სიგარეტის ლორწო გაქრება შენი ფილტვებიდან.
ცხრა თვის შემდეგ დაღლილობის შეგრძნებაც და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაქრება. ფილტვები კი თითქმის მთლიანად აღდგება (თუ აღსდგება?).
ერთი წლის შემდეგ, გულის დაავადებათა და გულის შეტევის განვითარების რისკი განახევრდება.
5-15 წლის შემდეგ თქვენი სხეული მთლიანად გაჯანსაღდება.
დაახლოებით 15 წლის შემდეგ შენი მდგომარეობა ისეთი იქნება, თითქოს არც არასოდეს მოგიწევია.