რა იწვევს ტკივილს?

რა იწვევს ტკივილს?

13114 ნახვა
რატომ გტკივათ თავი ხშირად თქვენ და ვიღაცამ საერთოდ არ იცის რა არის თავის ტკივილი? რატომ ამტკიცებს ზოგიერთი ადამიანი, რომ მას ძლიერი ტკივილის გადატანა შეუძლია, ხოლო თქვენ უბრალო თავის წამოტკივებაზეც კი ცუდად ხდებით?

 

ჩვენი ტვინი ახდენს ტკივილის ინტერპრეტირებას, მაგრამ მას არ გრძნობს

 

მაგალითად თუ მტევანს იღრძობთ, ნერვული დაბოლოებები ტვინისკენ უშვებენ სიგნალებს, რომელბიც ამ უკანასკნელის მიერ აღიქმება როგორც ტკივილი. მაგრამ, როცა ტკივილიანი შეგრძენებები წარმოიქმნება თავად ტვინში — ეს უკვე სხვა ამბავია. ნერვული დაბოლოებები თავის ტვინში აგზავნიან ერთი და იგივე სიგნალებს იმ სიგნალებთან ერთად, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როცა მტევანს იღრძობთ, მაგრამ მათ გადამუშავებას ტვინი ვერ ასწრებს. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ საშინელი რამ ხდება — პაციენტებს ეღვიძებათ მაშინ, როცა მათ თავის ტვინის ოპერაცია უტარდებათ და ამ შემთხვევაში ნეიროქირურგების უმთავრესი ამოცანაა — არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან ნერვული დაბოლოებების გააქტიურება.

 

ადამიანებს ტკივილის განცდის განსხვავებული ზღვარი აქვთ

 

თითეული ჩვენგანი ტკივილს სხვადასხვაგვარად იღებს და ამაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ რიცხვში შედის სტრუქტურული და ქიმიური ცვლილებები თავის ტვინში, სხეულის სხვადასხვა ნაწილების გაღიზიანების დონე, ასევე ტკივილზე წარმოდგენა წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. სწორედ გამოცდილება და ტკივილზე წარმოდგენა გაიძულებთ გეშინოდეთ სტომატოლოგთან მისვლისას ან ნემსის დანახვისას.

 

თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ტკივილის განცდის ზღვარი

 

მეცნიერები და თერაპევტები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ მედიტაცია და კოგნიტურ-ქცევითი თერაპია პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, რომელიც ადამიანის რწმენაშია და ამით ამსუბუქებს ტკივილს. მსგავსი თერაპია საშუალებას გვაძლევს ტკივილს სხვაგვარად მივუდგეთ და მისგან ნაკლებად დავიტანჯოთ. ტკივილის აღქმის დაბალი ზღვარის მქონე ადამიანების უმრავლესობა ღრმად არიან დარწმუნებული, რომ სწორედ ტკივილი უშლით სპროტულ პროგრესში ხელს. აუცილებელი თერაპია ახდენს შიშის ნეიტრალიზაციას და წინსვლის საშუალებას იძლევა.

 

თქვენ შეგიძლიათ ტკივილიდან ყურედღების გადატანა

 

საქმე იმაშია, რომ ჩვენი ტვინი ერთდროულად ბევრ სიგნალს ამუშავებს — ტკივილის პარალელურად უამრავი სხვა შეგრძნებაც შეიძლება განვიცადოთ. სწორედ ამიტომ, მენტალურად სწორი გადაწყვეტილებაა ტრამვის მიღებისას კანზე ყინულის დადება — ამ დროს ტვინი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გცივათ და არა იმაზე, რომ გტკივათ. რეფლექსებიც ზუსტად ასე მუშაობს — როცა რამეს იტკენთ, ეგრევე იწყებთ დაზიანებულ ადგილზე საფენების დადებას ტკივილის შესამსუბუქებლად.

 

წითურთმიან ადამიანებს ტკივილისადმი უფრო მაღალი მგრძნობელობა აქვთ

 

2009 წელს, აშშ-ს სტომატოლოგიური ასოციაციის მიერ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც მტკიცდება, რომ წითურთმიან ადამიანებს სტომატოლოგის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე სხვებს. საქმე იმაშია, რომ კონკრეტული გენი, რომელიც თმის ფერზეა პასუხისმგებელი, იმავდროულად პასუხისმგებელია ორგანიზმის მდგრადობაზე სხვადასხვა ანესთეზიკების გამოყენებისას. ამიტომ, ასეთი ადამიანები ტკივილს გაცილებით მძაფრად შეიგრძნობენ, ვიდრე სხვები.

 

სექსმა შესაძლოა ტკივილი შეამსუბუქოს

 

შესაძლოა თქვენ ვერ ფიქრობთ სექსზე, როცა ტკივილს განიცდით, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ სქესობრივ აქტს შეუძლია ტკივილის შემსუბუქება. 2013 წელს მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ გამოკვლევის მონაწილეთა 60%-ს, რომლებსაც აწუხებდათ სხვადასხვა სახის ძლიერი ტკივილი, სქესობრივი აქტის დროს ეს განცდა შეუმსუბუქდათ. ენდორფინები, რომელბიც მიეწოდება ტვინს, ამ დროს მოქმედებენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

 

თქვენი რაციონი მოქმედებს ტკივილის განცდის ზღვარზე

 

ანთებითი პროცესებისკენ მიდრეკილი ორგანიზმი ტკივილს კიდევ უფრო მძაფრად განიცდის. ამ ყველაფერს ხელს უწყობს რაციონში შემწვარი საკვების, ტკბილეულის და ალკოჰოლის სიჭარბე. დაბალანსებული რაციონი ხელს უწყობს ტკივილთან გამკლავებას ფიტონუტრიენტების გამომუშავებით, რაც ადაბლებს ტკივილის დონეს.  

 

არსებობს გენების იშვიათი ნაკრები, რომელიც ტკივილის განცდას საერთოდ ხსნის

 

აღსანიშნავია, რომ ასეთი გენის მატარებელი ადამიანები ძალიან ცოტაა — დღემდე დაფიქსირებულია სულ 20 შემთხვევა, — თუმცა ტკივილის განცდის არქონის თანდაყოლილი სინდრომი ნამდვილად არსებობს. სპეციფიური გენური მუტაციები ბლოკავენ  თავის ტვინში ტკივილის განცდას. ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი პათოლოგიის ადამიანები განცდებს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან - არა. მათ თავისუფლად შეუძლიათ გაარჩიონ ცივი და ცხელი ერთმანეთისგან, მაგრამ, ამასთანავე,  ისინი არ განიცდიან ტკივილს თუ მაგალითად ხელს შეყოფენ გახურებულ ღუმელში.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.