თოდუას კლინიკის გუნდს ახალი ექიმი-ექოსკოპისტი შეუერთდა
აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გუნდს ექიმი-ექოსკოპისტი ბადრი შარიქაძე შეუერთდა.
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიისა და ონკოლოგიის დარგში.
დატოვეთ კომენტარი