მაგნიტურ-რეზონანსული დეფეკოგრაფია თოდუას კლინიკაში

მაგნიტურ-რეზონანსული დეფეკოგრაფია თოდუას კლინიკაში

4569 ნახვა
მაგნიტურ-რეზონანსული დეფეკოგრაფია აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში.

არაინვაზიური გამოკვლევა, რომელიც გვაძლევს გამოსახულებებს დეფეკაციის სხვადასხვა სტადიებზე, რათა მოხდეს მენჯის კუნთოვანი აპარატისა და მენჯის ორგანოების ფუნქციონირების შეფასება.

კვლევით მიიღწევა:

  • შეუკავებლობის და ყაბზობის მიზეზების დადგენა;
  • მენჯის სხვა ორგანობის (სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოსა და საშოს) პროლაფსი.

აღნიშნული პროცედურით შესაძლებელია დავადგინოთ:

  • რამდენად კარგად ფუნქციონირებენ მენჯის კუნთები პერისტალტიკის დროს;
  • იღებთ სწორი ნაწლავის ფუნქციონირების ადეკვატურ ინფორმაციას;
  • განისაზღვრება უნებლიე/არაკონტროლირებადი დეფეკაციის მიზეზები;
  • გამოიკვლევა ყაბზობის მიზეზები გამოწვეული მენჯის კუნთოვანი აპარატის დისფუნქციით;
  • მენჯის კუნთოვანი აპარატის დისფუნქციების და სხვა დაავადებების - თიაქარი, ორგანოების პროლაფსი, რექტოცელეების დიაგნოსტიკა და შეფასება.

დეფეკოგრაფიით ვიღებთ ინფორმაციას მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმარებისთვის. კვლევა ტარდება უახლესი თაობის აპარატ - MAGNETOM VIDA-ზე.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო დასამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიისმთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიისა დაონკოლოგიის დარგში.

 

მიღებაზე ჩასაწერად გადმოდით ბმულზე:  აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.