ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი.ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ამაღლებული და მნიშვნელოვანი პერიოდია. დედა სიხარულით ელის შვილის დაბადებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ორსულობა სასურველი შედეგით ვერ მთავრდება. არსებობს გარკვეული საფრთხეები, რაც ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ხდება. ეს დიდ ფსიქოლოგიურ და ემოციურ სტრესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა ქალებში მამაკაცური ჰორმონების-ანდროგენების სიჭარბე, იგივე ჰიპერანდროგენემია.მამაკაცური ჰორმონები-ანდროგენები გარკვეული როადენობით ქალის ორგანიზმშიც გამომუშავდება. ანდროგენების წყარო, ძირითადად, საკვერცხეები და თირკმელზედა ჯირკვალია. სხვადასხვა დარღვევების დროს მათი ჭარბად გამომუშავება ქალის ორგანიზმში იწვევს პათოლოგიური ცვლლებებს, მათ შორის უშვილობას და ორსულობის შეწყვეტას-თვითნებით აბორტებს.ქალებში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბეს ახასიათებს ჭარბთმიანობა, კანის ცხიმიანობის და ფორიანობის მატება, აკნეს ტიპის გამონაყარი, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს სიმსუქნე. ცხიმის გადანაწილება უპირატესად სხეულის ზედა ნაწილში, მუცლის არეში ხდება, რასაც მამკაცური ტიპის სიმსუქნეს ეძახიან. ხშირად ვითარდება ბარძაყის შიდა ზედაპირზე კანის მუქი პიგმენტაცია, რაც ინსულინის მომატების და ინსულინორეზისტენტობის ნიშანია, ქალები კი ამას კანის ხახუნს აბრალებენ.ანდროგენების სიჭარბე ხელს უშლის საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფებას, რის გამოც არ დგება ორსულობა. ხშირია ორსულობის თვითნებური შეწყვეტა- სპონტანური აბორტი.მამაკაცური ჰორმონები ორსულობას საფრთხეს უქმნის ძირითადად 12 კვირამდე. ის იწვევს ყვითელი სხეულის ნაკლებობას. ანდროგენები ასევე მოქმედებენ საშვილოსნოს სისხლძარღვებზე და უშლიან ხელს ჩანასახის შემდგომ განვითარებას. ორსულობის შეწყვეტის საშიშროებაზე მიუთითებს სისხლიანი ჩამონაშალი სასქესო გზებიდან. საყურადღებოა მენსტრუაციისმაგვარი ტკივილის და მუცლის ქვედა არეში ძლიერი ქაჩვის შეგრძნება. ამ სიმპტომების არსებობისას, ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. დროული ჩარევის შემთხვევაში, მაღალია ორსულობის შენარჩუნების ალბათობა.მნიშვნელოვანია, რომ ანდროგენების სიჭარბე ორსულობამდე დადგინდეს. მკურნალობის ძირითადად დამოკიდებული იმაზე, თუ სად არის ქალის ორგანიზმში ანდროგენების წყარო.ორსულობა მეტად სათუთი და გასაფრთხილებელი მდგომარეობაა, ამიტომ ფეხმძიმე ქალმა უნდა მიიღოს მხოლოდ აუცილებელი მედიკამენტები. არის შემთხვევები, როცა მკურნალობა გარდაუვალია. ასეთ დროს სასწორის მეორე მხარეს ის საფრთხეები იდება, რაც პრეპარატის არ მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს. ასეთი საფრთხეა სწორედ მამკაცური ჰორმონების სიჭარბის დროს ორსულობის თვითნებური შეწყვეტა ანუ მუცლის მოშლა. ჰორმონული დარღვევების გამოვლინებას ხელს უწყობს უარყოფითი გარემო ფაქტორების ზემოქმედება. ჩვენი თავის ტვინი ყველანაირ გარე ფაქტორზე რეაგირებს, მისგან კი ინფორმაცია მთელ ორგანიზმს გადაეცემა. ცხოვრების დაძაბული რიტმი, დარღვეული რეჟიმი, უმოძრაობა, არასწორი კვება და სხვა, ჩვენი ორგანიზმისთვის ერთგვარი სტრესია, რაც სხვადსხვა პათოლოგიების გამოვლინებით აისახება.ამიტომ, განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას ქალის რეპროდუქციული ფუნქციის (გამრავლების, შთამომავლობის გაგრძელების) ნორმალური ფუნქციონირებისათვის.ნორმალური ძილი, დაბალანსებული კვების რეჟიმი, თამბაქოსა და Lალკოჰოლზე უარის თქმა, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, დადებითი ემოციები- ჰორმონული დარღვევების მოწესრიგების აუცილებელი წინაპირობაა.ამიტომაც, მნიშვნელოვანია ქალების მხრიდან საკუთრი ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება და პრობლემების დროს ექიმის პროფესიონალური მიდგომა.სტატიის ავტორია: ლალი ფხალაძეარჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი