ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური თერაპიის დეპარტამენტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური თერაპიის დეპარტამენტი

5697 ნახვა
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური თერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.


რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე, 2018–19  წლის  სხივური ამაჩქარებლებით, რომელიც ბოლო სიტყვაა მედიცინაში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური თერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს.


მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი.
სხივური თერაპიის დეპარტამენტის სპეციალისტთა გუნდი და მათ შორის მოწვეული ექსპერტები აშშ–დან და ესპანეთიდან, ერთობლივი მსჯელობისა და განხილვის საფუძველზე, პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევენ მკურნალობის ტაქტიკას. მკურნალობის პროცესის განხილვასა და დაგეგმვაში მონაწილეობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი.


აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომლის გამოყენებაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე დაავადებულთა 70%–ში საჭიროა.
სხივური თერაპია სიმსივნეზე მოქმედებს ადგილობრივად, მიზნობრივად კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. ის პაციენტს ენიშნება როგორც რადიკალურ (განკურნების მიზნით), ისე ნეოადიუვანტურ (წინასაოპერაციო მომზადებისთვის), ადიუვანტურ (პოსტოპერაციულ პერიოდში დამხმარე თერაპიად) და პალიატიურ (სიმსივნისგან გამოწვეული სიმპტომატიკის შესამცირებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად) რეჟიმში.
სხივური თერაპიის დეპარტამენტში ტარდება: ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ-კისრის, ფილტვის, ძუძუს,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, უროლოგიური და გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის,  თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული, მოცულობა მოდულირებული VMAT (RapidArc), RGRT სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია.
მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 


ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეს პროექტი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ქართველი და უცხოელი ექიმებისა და პროფესიონალი გუნდის დახმარებით მიიღონ ამერიკულ-ევროპული სტანდარტის მკურნალობა. ის მკურნალობა, რისთვისაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენას საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს.


გისურვებთ ჯანმრთელობას!
 

ჩაეწერეთ მიღებაზე: კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.