ტატიშვილის კლინიკა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდა

ტატიშვილის კლინიკა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდა

3170 ნახვა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი შეუერთდა 9 ნოემბერს დაკავებულ ორთოპედ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის  მხარდასაჭერ, "თეთრი ხალათების" აქციას.

"საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამოდენიმე დღეა ცხინვალში, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კოლექტივი იმედს ვიტოვებთ რომ უმოკლეს პერიოდში მოხდება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება." - ნათქვამია კლინიკის გვერდზე.

აქციას შეურთდა აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრიც. 

9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროსმკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავითმიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დეფაქტო საზღვარი შეგნებულად გადაკვეთა.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.