6 ნიშანი იმისა, რომ ქალი პედოფილია

6 ნიშანი იმისა, რომ ქალი პედოფილია

25993 ნახვა
ანუ როგორ უნდა გაიგოთ, რომ თქვენი ქმარი - ბავშვია...

 

ქორწინების პრობლემების უდიდეს ნაწილს შეადგენს ის, რომ მამაკაცი იქცევა ბავშვივით.  ძალიან ბევრ სიტუაციაში მამაკაცი იძლევა მიზეზს რომ ასე ვიფიქროთ.  

 

1. თქვენ ალაგებთ ჭურჭელს როცა სადილობს

 

თქვენ არამარტო მაშინ ალაგებთ ჭურჭელს, როცა ერთად სადილობთ, არამეტ ყოველთვის, როცა ის წაიხემსებს, ისაუზმებს და ა.შ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოლი ხართ, ტრაპეზში მონაწილეობა არ მიგიღიათ, გვერდით იჯექით, მაგრამ ჭურჭელს მაინც თქვენ ალაგებთ. ზუსტად ისეა, როცა ბავშვს უმზადებთ, მერე აკვირდებით რას ჭამს და ბოლოს სუფრას ალაგებთ.

ზრდასრული მამაკაცი როცა შეჭამს, სუფრასაც თავად აალაგებს. აუცილებელი არ არის თქვენ აალაგოთ. სრულიად საკმარისია მან ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგოს. ამას მხოლოდ ერთი მოქმედების შესრულება სჭირდება. ასე იქცევა ზრდასრული მამაკაცი, რომელსაც ასწავლეს სხვისი შრომის დაფასება, ყურადღება, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს მეუღლეს ეხება.  

ბავშვი ამას არასოდეს არ გააკეთბს.

 

2. ის მოითხოვს, რომ მოემსახურონ

 

როცა ხელებს, ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს დაისვრის, მოდის და ითხოვს მიაწოდოთ ხელსახოცი, ნაჭერი, რაიმე გასაწმენდი საშუალება, არადა ამ დროს ყველაფერი ცხვირწინ დევს, შეუძლია თავად აიღოს, მაგრამ არა, თქვენ გავალებთ, რომ მოემსახუროთ.

ზრდასრული მამაკაცი თავად შეძლებს სიტუაციის მოგვარებას და თუ რამე დასჭირდება უბრალოდ გკითხავთ სად შეიძლება აიღოს საჭირო ნივთი ან რისი გამოყენება აჯობებს. ის, რომ მოსიყვარულე ცოლი ორივე შემთხვევაში დახმარების გასაწევად მივა გასაგებია, მაგრამ პირვე შემთხვევაში თუ თქვენ დახმარებას გაუწევთ, მოიქცევით როგორც პატარა ბავშვის დედა, რომელიც ცდილობს თავად გაწმინდოს, დაბანოს ბავშვს დასვრილი ხელები, რადგან ფიქრობს, რომ მან შეიძლება თავი ვერ გაართვას - ამიტომ უმჯობესი და უფრო მარტივია თავად ჩაერიოს... დიაგნოზი ასეთ დროს არის ერთი - თქვენ ხართ პედოფილი ქალი, რომელიც ცხოვრობს და წევს ბავშთან!

 

3. ის არ გაძლევთ დაძინების საშუალებას

 

ჩაძინების ტკბილ მომენტში მას შეუძლია რაიმე ხმამაღლა თქვას და მოგიხმოთ რაიმე პრობლემის განხილვისთვის ან შეიძლება უბრალოდ საუბარი მოუნდეს... „ბავშვმა“ უცებ გადაწყვიტა შუაღამით იცელქოს. შეუძლია ჩართოს ტელევიზორი და დაიწყოს ფილმის ყურება. ამ დროს მას სულაც არ აღელვებს, რომ თქვენ იძინებთ - ის ამაზე უბრალოდ არც კი ფიქრობს. ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, არ ეძინება და რაიმე გასართობი სჭირდება.

ზრდასრულ ადამიანს ესმის, რომ საუბარი, ტელევიზორის ხმამაღლა ჩართვა ან სხვა ტიპის შემაწუხებელი ქმედებები მაშინ, როცა ოთახში სხვა ადამიანიც იმყოფება, თან იძინებს - უბრალოდ მიუღებელი საქციელია. ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ თუ ასეთი რამის გაკეთება უნდა, აუცილებლად უნდა ჰკითხოს მის გვერდით მყოფს. ის, რომ მშვიდი და სწორი ძილი, განსაკუთრებით კი ჩაძინების მომენტი მნიშვნელოვანია ჯანმრთლი ორგანიზმისთვის - მხოლოდ ზრდასრულ ადამიანს ესმის. უძილობაზე ათასობით ნაშრომია დაწერილი, ხოლო ქალებში განვითარებული უძილობა - საერთოდ ცალკე თემაა. მაგრამ რად გინდა, „ბავშვმა“ ეს არ იცის, ის ხომ მომენტალურად იძინებს? დაიღალება და უცებ დაეძინება. ამიტომ არის, რომ შუაღამით შეუძლია წამოიყვიროს თუ რამე შეაწუხებს, ან უბრალოდ თამაში დაიწყოს და იხმაუროს.

თუ თქვენი ქმარიც ასეი იქცევა „გილოცავთ“ - თქვენ პედოფილი ხართ.

 

4. ის პასუხს არ აგებს საკუთარ სიტყვებზე

 

ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა საქმე ეხება დაპირების შესრულებას, უფრო სწორად - შეუსრულებლობას. «ეს როგორ?! შენ ხომ დამპირდი!!!» - ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება ბეწვის ქურთუკის ყიდვას. ქურთუკები, საყიდლები, ფულის ხარჯვა - ეს სწორედაც რომ ყველაზე მარტივია, რისი შესრულებაც შეიძლება, რა თქმა უნდა როცა ფული გაქვს. ამ შემთხვევაში საუბარია სხვა დაპირებაზე, მორალურზრ. დაპირებას გარკვეული ქცევის სფეროდან. მაგალითად კომპლიმენტების და ქალის სმენისთვის სასიამოვნო სიტყვების თქმას, რაც რეალურად ბედნიერი ქორწინების საწინდარია.

ურთიერთობებზე დაწერილი მილიონობით ტექსტებში ვკითხულობთ, რომ ქმარს თბილად, ალერსიანად უნდა მოექცეს და ესაუბროს ქალი, იგივე ისმის ქალებისთვის განკუთვნილ პოპულარულ ფსიქოლოგიურ ლექციებზეც, რომლებსაც მორჩილად ისმენენ სასოწარკვეთილი ცოლები…
შესაძლოა ეს ყველაფერი მოქმედებს კიდეც, ოღონდ სავარაუდოდ მხოლოდ მაშინ, როცა ქალის გვერდით ზრდასრული მამაკაცია და არა ბავშვი, რადგან „ბავშვი“ მამაკაცისთვის სულერთია თქვენი შინაგანი და სულიერი სამყარო. ის ყოველ ჯერზე დაპირებას იძლევა, რომ ასე აღარასოდეს მოიქცევა, მაგრამ სიტყვები თითქოს ქარს მიაქვს, მისი ქცევა კი მეორდება დაუსრულებლად. რას იზამთ, ის ხომ „ბავშვია“…

თუ თქვენს გვერდით ზრდასრული მამაკაცია, ის ყოველთვის ეცდება პასუხი აგოს საკუთარ სიტყვებზე და დაპირებებზე, რადგან მას ესმის, რომ ერთხელ ნათქვამი რჩება სამუდამოდ. მამაკაცის სიტყვები ყოველთვის გულისხმობენ რაღაც ქმედებას. ამაზე დგას სამყარო. ამიტომაც არის ოჯახში მთავარი მამაკაცი. საკუთარ სიტყვებს მხოლოდ ბავშვი არ უფიქრდება.

 

5. ის პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ

 

ნებისმიერი პრობლემის არსებობისას დამნაშავე თქვენ ხართ. სირიაში განვითარებულ მოვლენებშიც რაღაც ბრალეულობა გაქვსთ ალბათ... პასუხისმგებლობის აღების მომენტი მასთან არასოდეს არ დგება! არც პირდაპირ და არც ირიბად... სუფთა ბავშვური პოზცია - მაშინაც კი, როცა მან „ჩაისვარა“ თქვენ უნდა გაწმინდოთ, რადგან ამ შემთხვევაშიც თვლის, რომ თქვენი ბრალია ტუალეტში დროულად რომ არ შეიყვანეთ...

ნებისმიერი გადაწყვდეტილება: საყოფაცხოვრებო, საქმიანი, ინტიმური - იწელება იმის მოლოდინში, რომ „დედა“ ანუ თქვენ გადაწყვეტთ.  ეს მომენტი იკვეთება მე-2 პუნქტთან, თუმცა უფრო გლობალურია.

თუ თქვნი ქმარი ზრდასრული ადამიანია, ის შეეცდება წინასწარ გაიაზროს ნებისმიერი პრობლემა და დაინახოს თავისი როლი მის გადაჭრაში. რაღა თქმა უნდა, ეს როლი იქნება წამყვანი, ის ხომ მთავარია ოჯახში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩართოს ქალი, ან საერთოდაც არ ჩართოს, რადგან თვლის, რომ რაც უფრო მეტად იღებს ქალი მამაკაცური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობას, მით უფრო ნაკლებად რჩება ის მამაკაცად.

თუ თქვენს ქმარს არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია თქვენს გარეშე და ამასთან მუდმივად გადანაშაულებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მასში მამაკაცობის არაფერი არ არის! თქვენ უბრალოდ „მარტოხელა დედა ხართ“, ქმრის ნაცვლად „ბავშვი“ გყავთ და ამასთან ერთად უამრავი პრობლემა გაქვთ... რაღა თქმა უნდა დამნაშავეც ყველაფერში თქვენ ხართ. აბა სხვა ვინ? თქვენ მასთან წევხართ, ის ხომ „პატარაა“...

 

6. ის არ გიფრთხილდებათ

 

მხოლოდ ბავშვი არ უფრთხილდება დედას. მას დედა რა თქმა უნდა უყვარს, მიჯაჭვულიც არის მასზე, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მაგრამ არ შეუძლია პასუხიმსგებლობა აიღოს და მოუფრთხილდეს მის ჯანმრთელობას და ფსიქიკურ მდგომარეობას. ბავშვები უბრალოდ ამაზე არ ფიქრობენ. ისინი დედებზე რომ ზრუნავდნენ, იგივეს იგრძნობდნენ, რასაც ზრდასრულები გრძნობენ,  აღარ დასჭირდებოდათ სამყაროს შემეცნება, აღარ მიიღებდნენ აუცილებელ და ზოგჯერ რისკიან გამოცდილებას. სამყარო გაჩერდებოდა, პროგრესი არ იქნებოდა, ცივილიზაციაც კი დასრულდებოდა.

როცა ცოლი რაიმე ემოციურ სტრესს განიცდის, ან რაიმე მიზეზის გამო ისტერიკა აქვს, ზრდასრული მამაკაცი ამას შეამჩნევს და შეეცდება სიტუაცია არ გაამწვავოს, რადგან ცოლი მას სჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, მშვიდი და ბედნიერი. თუ თქვენი ქმარი არასოდეს გამოხატავს თანაგრძნობას და არ გრძნობს თქვენს სატკივარს, თქვენს სულიერ და ფსიქიკურ მდგომარეობას, და პირიქით, თავისი ქცევით უარეს მდგომარეობაში გაგდებთ, ხოლო თქვენ მასთან ერთად ცხოვრებას აგრძელებთ - თქვენ პედოფილი ხართ!

ნებისმიერმა ზრდასრულმა მამაკაცმა იცის, რომ ქალებს აქვთ ერთგვარი ინდულგენცია, ფიზიკური, ბუნებრივი იმაზე, რომ იყვირონ, ისტერიკა მოაწყონ, ჭურჭელი დალეწონ... იწივლა, იკივლა, იტირა, დაიღალა, დალია, დაიძინა. გაიღვიძა დასიებულმა, მაგრამ ჯანმრთელმა საწოლში და არა კუბოში. რადგან არსებობს ქალური ემოციური სფეროს გაგება. ჯერ ყველაფრის გადატანა ხდება ემოციურად, ხოლო შემდეგ - ტვინით.

სწორედ ამის გაგების უნარით განსხვავდება ზრდასრული მამაკაცი ბავშვისგან, მან იცის რა არის ქალური სტრესი, და რომ ყველას თავისებური ბრძოლის მეთოდი აქვს ამ პრობლემასთან. ბავშვს ამის გაგება ვერ ექნება და ვერც სწორად მოიქცევა ასეთ დროს. ის მოიქცევა უგუნურად, შემდეგი პრინციპით - „დედამ“ იყვირსო, მე კიდე უარესად მოვუშლი ნერვებს, თუ „დედა“ ყვირის, ის კიდევ უფრო ხმამაღლა იყვირებს.

 

რეზიუმე

 

თუ თქვენ ყველა პუნქტი დაგემთხვათ ცოლ-ქმრული პედოფილიის მგალითებიდან და დიდი ხანია ხვდებით, რომ თქვენი ქმარი „ბავშვია“ - მოქმედებისთვის ორი ვარიანტი გაქვთ: ითმინოთ ან აღარ მოითმინოთ.  პირველი ვარიანტი გასაგებია – თქვენ საკუთარ თავს განაწყობთ მოთმინებისკენ, რადგან ზოგჯერ მამაკაცი „ბავშვები“ ბიზნესში წარმატებულები არიან და შიმშილით სიკვდილი არ გემუქრებათ მასთან ერთად ცხოვრების პირობებში. მაგრამ მხოლოდ სიკვდილით არ კვდებიან - გაითვალისწინეთ ეს.

ამიტომ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ მოითმინოთ, აირჩიეთ თქვენი ფოტო, რომელზეც ყველაზე კარგად გამოიყურებით და უკანა მხრიდან დააწერეთ, რომ საფლავის ქვაზე ის დაახატონ, ამით ნათესავებს საქმეს შეუმსუბუქებთ, მერე რომ არ ეძებონ თქვენი ნორმალური ფოტო... კარგს იზამთ ანდერძსაც თუ დაწერთ და სხვა საკითხებსაც მოაგვარებთ - მერე შეგიძლიათ „მშვიდად“ გააგრძელოთ მოთმენა.  

 

თუ გადაწყვიტეთ, რომ აღარ მოითმენთ - ორი ვარიანტი გაქვთ: განქორწინება, ან თანაცხოვრების გაგრძელება. როგორ უნდა იცხოვროთ ისევ ერთად? - უბრალოდ არ მოითმინოთ ეს ყველაფერი! არცერთი ბავშვური გამოხტომა არ გაატაროთ უყურადღბოდ და შენიშვნის გარეშე! ნუ მივარდებით ჭურჭელს ასალაგებლად! ნუ დაბანდთ დასვრილ ხელებს! ნუ გაუწმენდთ დასვრილ ფეხსაცმელებს! ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე!

წადით ერთად ფსიქოლოგთან. აუხსენით მანამ, სანამ არ შეიგნებს! სანამ არ ისწავლის და მიეჩვევა სწორად მოქცევას!

თუ ამანაც არ უშველა, მაშინ იცოდეთ, რომ პრობლემა არის არა იმაში, რომ ის „ბავშვია“, არმედ იმაში, რომ მას უბრალოდ არ უყვარხართ!  

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.