ქალი, რომელიც არ გიყვარს…
ცხოვრება ქალთან, რომელიც არ გიყვარს, გაცილებით კომფორტული, მშვიდი და მარტივია, ვიდრე იმასთან ცხოვრება, რომელთანაც ცისარტყელას ფერებში ანათებ.
საყვარელი ქალის კაპრიზები ნაკლებად გადარდებს
თუ მას ალუბლის წვენი მოუნდება ღამით, მშვიდად მიდიხარ სამზარეულოში და უსხამ იმას, რაც მაცივარში გაქვს, ეს შეიძლება იყოს ყველანაირი სასმელი ალუბლის წვენის გარდა და ამ დროს სინდისის ქენჯნაც კი არ გაწუხებს.
შენ არ გრძნობ თავს დამნაშავედ, როცა მისი სამუშაო დღის ამბების მოსმენის ნაცვლად, ცალი ყურით ტელევიზორს უსმენ და მისკენ ზურგით ზიხარ.
მისი წყენა სულაც არ გადარდებს და ამის გამო მასთან პატიების თხოვნა ან შერიგების მცდელობაც არ გჭირდება, რადგან ამას თავად აკეთბს - შერიგებას ხომ ყოელთვის ის ცდილობს, ვისი გრძნობებიც უფრო ძლიერია? ეს კი შენს პოზიციებს კიდევ უფრო ამარტივებს ურთიერთობაში.
შენ არ გეშინია მისი დაკარგვის და არც დარდობ თქვენი საერთო მომავლის გამო, რაც ძალაუფლებას განიჭებს ქალზე, რადგან თავისუფლება იარაღია მის ხელში, რომელიც მამკაცების უმრავლესობას საკმაოდ აშინებს და დამჯერეს ხდის.
შენ არ ხარ იმედგაცრუებული
მისი წარუმატებლობა, შეცდომები, მოუხერხებლობა - ყველაფერი ეს ნაკლებად გაღელვებს. ეს მისი ცხოვრებაა და შენ საერთოდ არ გეხება. რა თქმა უნდა დახმარებას თუ გთხოვს, დაეხმარები კიდეც. მაგრამ თუ მესამეჯერ ჩაიჭრა გამოცდებზე, ამის გამო შენ ნამდვილად არ ინერვიულებ, რადგან სახლისა და შენთვის დასათმობად მეტი დრო ექნება.
შენ არ ეჭვიანობ
თუ ვინმე ყურადღებას იჩენს მის მიმართ, შენ ცივად ადევნებ თვალს მის ქცევას და ცდი მის მორალურ მხარეს. ძალიან ცუდად წაუვა საქმე თუ ის ამ გამოცდას ვერ ან არადამაკმაყოფილებლად ჩააბარებს - ცივი გონებით «ეჭვიანობა» და ბრაზის მართვა - შეუდარებელი ხელოვნება და სიამოვნებაა კაცისთვის.
ასეთი ურთერთობა სხვა აარაფერია, თუ არა დასთან მეგობრობა ან პენსიონერისა და მეძავის ურთიერთბა.
თქვენ ერთად თავს კომფორტულად გრძნობთ, ყოველთვის გაქვთ სასაუბრო თემა, ნაკლებად კამათობთ. ხოლო როცა საქმე საწოლამდე მიდის, ყველაფერი ხდება მშვიდად, უწყინარად, თუმცა ცოტა უტილიტარულად და შემთხვევიდან-შემთხვევამდე. მაგრამ სიახლოვის «იშვიათობა» ასეთი ურთიერთობებისას ძალიან კომფორტულია. დიდი ვნება და ერთმანეთის სურვილი მაინც არ არსებობს და სექსისგანაც ფიზიკური «კაკიფის» შენ საკუთარი დოზის მიღების გარდა არაფერს ელი.
ასე შეიძლება წლების მანძლზე იცხოვრო
მაგრამ ზოგჯერ ყელში გეჩხირება უაზრობისა და ჩიხში ყოფნის შეგრძნება.
ნუთი მთელი ცხოვრება ამის გამო გავიდა!?
და როცა მას თვალებში ჩახედავ, გინდა მთელი ძალით იყვირო - შეჩერდი! რას აკეთებ? წადი, ნუ ხარჯავ საკუთარ ცხოვრებას ჩემზე! ეს ამად არ ღირს. მე არ ვარ ცუდი ადამიანი, მაგრამ ავი ვარ, მე შენი მტერი არ ვარ, მაგრამ უბრალოდ არ მიყვარხარ. მე შენი არ ვარ!..
მიუხედავად ამისა, მის თვალებში არც შიშია და არც საშინელების შეგრძნება, მას შენი ხმა არ ესმის, მას უბრალოდ სჯერა შენი, და შენც ჩუმად ხარ.
ცხოვრება ისეთ ქალთან, რომელიც არ გიყვარს კომფორტული და მშვიდია - «თუ მე გიყვარვარ, ჩემი ქოლგაც გიყვარდეს!».
დატოვეთ კომენტარი