"მოციმციმე არითმიის" აბლაცია მუშაობს 

4303 ნახვა
გთავაზობთ, ჯო ენის სამედიცინო ცენტრში არითმოლოგ - გიორგი პაპიაშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას კიდევ ერთი წარმატებული პროცედურის შესახებ.

"წინაგულთა ფიბრილაციის აბლაციის ეფექტურობის ვიზუალური დემონსტრაცია. პაციენტს იმპლანტირებული აქვს მუდმივი ორკამერიანი პეისმეიკერი სინუსის კვანძის სისუსტის გამო. ხშირი წინაგულთა ფიბრილაციის გამო 2 მაისს ჩავუტარე აბლაცია (კრიო). მისი პეისმეიკერი აბლაციის ეფექტურობაზე დაკვირვების კარგ შესაძლებლობას იძლევა. დღეს შევუმოწმე პეისმეიკერი. ქვემოთ მოცემულია პეისმეიკერის მეხსიერებიდან ამონაწერები. ვერტიკალური ხაზები აჩვენებს, დღის განმავლობაში "მოციმციმე არითმიის "რამდენი ეპიზოდი ქონდა პაციენტს. იყო დღეში 9 ეპიზოდიც, კარგად ჩანს. მეორე ფოტოზე ჩანს დღის განმავლობაში რა დროს ატარებდა ჯამურად პაციენტი წინაგულთა ფიბრილაციაში. ორივე სურათზე კარგად ჩანს, რომ 2 მაისის შემდეგ არცერთი ეპიზოდი აღარ არის დაფიქსირებული და წინაგულთა ფიბრილაციის ხანგრძლივობის გასწვრივ გრაფებშიც მხოლოდ ნულებია.

ეს ვიზუალურად (იხ. დაბლა) ნათლად აჩვენებს, რომ “მოციმციმე არითმიის” აბლაცია მუშაობს, განსაკუთრებით პაროქსიზმული ფორმის დროს და ჯობია მანამდე ჩატარდეს, ვიდრე პერსისტულ, ქრონიკულ ფორმად ჩამოყალიბდება."" - წერს  პაპიაშვილი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

 

კლინიკის პროფილის სანახავად და ექიმებთან მიღებაზე ჩასაწერად გადადით ბმულზე: ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.