მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით ადამიანის უჯრედების სურათების საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა
3696
ნახვა
2017 წლის 10-11 სექტემებერს, დ.უზნაძის ქ.#13-ში მდებარე გალერეა IArt-ში „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ექიმ-ციტოლოგ სოფიო შარაშიძის მიკროსკოპული სურათების საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-ციტოლოგ სოფიო შარაშიძის 40-მდე მხატვრულად გადმოცემული ადამიანის უჯრედების უნიკალური მიკროსკოპული ფოტოსურათი. „აუცილებელია, გვიყვარდეს საკუთარი თავი არა ზედაპირულად, არამედ უჯრედულ დონეზე" - მოგვიწოდებს გამოფენის ავტორი სოფიო შარაშიძე.
გამოფენაზე გაყიდული სურათებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს" - ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
ღონისძიება გაიმართა „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ეგიდით. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" ზრუნავს კლინიკაში მოღვაწე ექიმების განვითარებაზე და მხარს უჭერს საქველმოქმედო ინიციატივას, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გამოჯანმრთელებას ემსახურება.