ქალებისთვის, რომლებიც ცოლიან მამაკაცებთან წვანან, ცალკე ადგილია ჯოჯოხეთში!
ერთი ქალბატონის ძალიან ემოციური წერილი, რომლისთვისაც ნაცნობია ღალატის ორივე მხარე...
«არცერთ ქალს არ აქვს სხვის მამაკაცზე არანაირი უფლება, განსაკუთრებით ცოლიანზე, მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოსწონს» - ასე იწყება ემოციური წერილი, რომელიც ქალებს გვაიძულებს დავფიქრდეთ ერთმანეთის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
«მანამ, სანამ გადავალ საკუთარი პოზიციის განმარტებაზე, მინდა ვაღიარო: მე ვიწექი ცოლიან მამაკაცებთან. პირველად ეს მოხდა როცა პარიზში ვცხოვრობდი. ჩვენ ერთმანეთი ბარში გავიცანით და მერე ჩემთან წავედით. რამდენიმე საათის შემდეგ მან გამომიცხადა, რომ სახლში, ცოლთან უნდა წასულიყო. მე ვერ აგიღწერთ როგორი შოკირებული ვიყავი იმ მომენტში. მან ამიხსნა, რომ მათ ურთიერთობაში დროდადრო პარალელური კავშირები დასაშვები იყო. თუმცა ეს არ იყო დასაშვები ჩემთვის! რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ბევრი ადამიანი მართლაც აპრაქტიკებს თავისუფალ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებულია - მე თავს საშინლად ვგრძნობდი. როგორ შემეძლო სხვა ქალს ასე მოვქცეოდი? ამის გამო საკუთარ თავს რამდენიმე თვე ვადანაშაულებდი.
რამდენიმე ხსნის შემდეგ ასეთი სიტუაცია კიდევ განმეორდა. მე დავინახე ქუჩაში ცოლთან და შვილთან ერთად ხელჩაკიდებული მამაკაცი, რომელთანაც წუთიერი ინტრიგა მქონდა. მე შინაგანად ყველაფერი ამომიტრიალდა. სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ მაძლევდა. მე რა თქმა უნდა ვხვდებოდი, რომ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისთანაც ამ მამაკაცებმა საკუთარ ცოლებს უღალატეს, მე ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო, მაგრამ ამით ჩემი მდგომარეობა არ შემსუბუქებულა.
რამდენიმე წლის შემდეგ მე აღმოვჩნდი ღალატის სხვა მხარეს. მე ვიყავი ცოლი, ვისაც ქმარმა 28 წლით უმცროს გოგოსთან უღალატა. ის გოგო ჩვენ პარიზულ ბინაში გადასახლდა მაშინ, როცა მე აშშ-ში დავბრუნდი. ქმარს საქმეები უნდა მოეგვარებინა და ჩემთან ჩამოსულიყო რამდენიმე კვირით.
საყვარელი არამარტო იწვა ჩემს ქმართან, არამედ შეუყვარდა ის. მას დიდი ხნის წინ შეყვარებია ჩემი ქმარი და მხოლოდ შესაძლებლობას ელოდა მასთან ახლო ურთიერთობის დასამყარებლად. გაინტერესებთ რით იმართლა იმ ქალმა თავი? - მარტივად განაცხადა, რომ მას ჩემი ქმარი უყვარდა და ეს აძლევდა მისი სიყვარულისთვის ბრძოლის უფლებას.
ამ გოგოს დაავიწყდა, რომ სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი. ჩვენ არ შეგვიძლია რაც გვსურს ყველაფრის კეთება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ასე გვინდა! ფემინიზმი უსაფუძვლოდ არ ჩამოყალიბებულა. ჩვენ ჯერ კიდევ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა მამაკაცისა და ქალის უფლებები გათანაბრებული არ არის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ქალებმა ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთი ჩავქოლოთ და წავართვათ ყველაზე ძვირფასი. ნუთუ ეს ასე რთულია - არ დაწვე იმ მამაკაცთან, რომელიც სხვას ეკუთვნის?
რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცის ბრალეულობას ვამსუბუქებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საყვარლებისთვის, რომლებიც გაცნობიერებულად წვანან ცოლიან მამაკაცებთან, არსებობს ცაკლე ადგილი ჯოჯოხეთში. ასეთი ქალები არიან ეგოისტები, რომლებიც სამყაროსთვის არაფერ კარგს არ აკეთებენ, ისინი მხოლოდ ტკივილს აყენებენ სხვებს მაშინ, როცა ყოველთვის აქვთ სხვა არჩევანი.
არ ვიცი ჯოჯოხეთის ის ადგილი გამოიყურება თუ არა ისე, როგორც დანტეს ნაწარმოებებშია, მაგრამ სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება და იქ მისვლამდე კარმაც აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს».
დატოვეთ კომენტარი