პირველად ამიერკავკასიაში, ულტრათანამედროვე  რობოტულ ქირურგიული ტექნოლოგიების დემონსტრირება!

პირველად ამიერკავკასიაში, ულტრათანამედროვე რობოტულ ქირურგიული ტექნოლოგიების დემონსტრირება!

6629 ნახვა
4 ოქტომბერს, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის  ასოციაციის თაოსნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტროს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ფესტივლის ფარგლებში, ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი შარდ-სასქესო სისტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ. საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ექიმები და მეცნიერები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, სიახლეებს, მიღწევებს კიბოს დამარცხების საქმეში. ღონისიებაში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს და რეგიონის წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები  შემდეგი ქვეყნებიდან: 

 

აშშ, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, თურქეთი, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და საქართველო.

 

კონგრესზე პირველად ამიერკავკასიაში მოხდება ულტრათანამედროვე, რობოტულიქირურგიული ტექნოლოგიების ტრანსატლანტიკური  დემონსტრირებაპირდაპირი ჩართვა აშშ-დან.  კონგრესს დაესწრება 200-მდე  სხვადასხვა სპეციალობის ექიმი საქართველოდან.

 

კონგრესის ორგანიზატორია -  საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია, პრეზიდენტი - გურამ ქარაზანაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მისამართი: ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია (#107),  ჭავჭავაძის გამზირი #1

 

თარიღი:  ოთხშაბათი, 4 ოქტომბერი, 2017 წ,  9:00-19:00

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.