„ნიუ ჰოსპიტალსი“-ს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი გირჩევთ
2333
ნახვა
„ნიუ ჰოსპიტალსი“-ს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი დავით ციბაძე გირჩევთ:
არასოდეს მისცეთ ბავშვს წამალი „მეზობლის“ რჩევით, ექიმთან შეთანხმების გარეშე, განსაკუთრებით კი - ანტიბიოტიკი.
ამით თქვენ შვილს ნაკლებ ზიანს მიაყენებთ!
ჩვენს წინაპრებს ჰყავდათ 6-ზე მეტი დედმამიშვილიდა სამწუხაროდ, იმ ეპოქაში აცრების არარსებობის გამო, დედმამიშვილთაგან ინფექციური დაავადებით იღუპებოდა ერთზე მეტი ბავშვი.
არ გვაქვს ქართველებს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი შვილები არ ავცრათ!
ხელის ჰიგიენა ამცირებს თქვენი შვილის ავადობას 80%-ით. თუ თქვენ, თქვენი შვილების მომვლელები და თავად ბავშვები ხელს დაიბანთ ხშირად და დროულად, თქვენი ბავშვი შესაძლოა 2-ჯერ გახდეს ავად ნაცვლად 10-ისა.
ჭუჭყს სჭირდება საპონი და არა ანტიბიოტიკი!
სამწუხაროდ საქართველოში ყველა ოჯახს გვყავს ნაცნობი, გარდაცვლილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მათ შორის ღვედის და ბავშვის სპეციალური სავარძლის გარეშე მგზავრობის მიზეზით. ყველაზე დიდი რისკია, როდესაც მოზრდილი პატარას საჭესთან დაისვავს.
ნუ გახდებით თქვენი შვილის პოტენციური მკვლელი, ავტომობილით მგზავრობისას გამოიყენეთ ბავშვის სავარძლები და ღვედი!"