28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში “თბილისის საბავშვო ფესტივალი” გაიმართება

28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში “თბილისის საბავშვო ფესტივალი” გაიმართება

3418 ნახვა
28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, 11:00-დან 19:00 საათამდე “თბილისის საბავშვო ფესტივალი” გაიმართება.

ფესტივალის დამსწრე სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა მიმართულების ზონები:

  • განათლება - წარმოდგენილნი იქნებიან კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები
  • სპორტი,გართობა - წარმოდგენილნი იქნებიან კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები
  • ჯანმრთელობა - წარმოდგენილნი იქნებიან ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, ფსიქოლოგები
  • ქართული სტარტაპერები - წარმოდგენილნი იქნებიან საბავშვო მიმართულებით მომუშავე სტარტაპები

ფესტივალის დღეს ჯანმრთელობის ზონას ორი სააფთიაქო ქსელი “ჯიპისი” და “ფარმადეპო” წარადგენს.

თქვენ საშუალება მოგეცემათ გაეცნოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. გაიგოთ მეტი ოსტეოპათიური ცენტრის შესახებ, ხელრხემლის პრობლემებზე მოზარდებში, ორთოდონტიაზე, ჯანსაღ კვებაზე. მიიღოთ ინფორმაცია ბავშვთა ფსიქოლოგიაზე და სიახლეებზე პედიატრიაში.ჩაერთოთ სხვადასხვა სახალისო აქტივობებში და თამაშებში.

გარდა ამისა, გაიმართება კონცერტები, ტურნირები, სახალისო თამაშები, გამოფენა-გაყიდვა და სხვა. თუკი თქვენს პატარას სურვილი ექნება შეგიძლიათ პროფესიონალ არტისტებტან მიიყვანოთ და სახე ლამაზად მოუხატოთ.

აღსანიშნავია ისიც,რომ ამ დღეს, მშობლები ფესტივალის მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ შემოთავაზებებს განსაკუთრებულ ფასად მიირებენ.

ერთი სიტყვით, 28 სექტემბერს დიდი ზეიმი გელით თქვენ და თქვენს შვილებს!

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.