ნასვამზე თუ კაიფში? სექსი კაიფში უკეთესია თუ ნასვამზე
მეცნიერები არკვევენ, რომელი სექსი ჯობია: ალკოჰოლის თუ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ და აი, რა დაადგინეს ნიუ - იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა:
ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა 24 ზრდასრული ჰეტეროსექსუალი წყვილი, რის შედეგადაც მეცნიერმა - ჯოზეფ პალმერმა და მისმა გუნდმა დაასკვნა, რომ ზემოქმედების ქვეშ სექსი შემდეგ გარემოებათა გამო არის კარგი:
- ალკოჰოლური თრობის დროს ადამიანს უქვეითდება სტანდარტები და შეუძლია სექსუალური კონტაქტი დაამყაროს მასთან, ვისთანაც ის ფხიზელ მდგომარეობაში არც კი მოისურვებდა ურთიერთობას. მარიხუანის შემთხვევაში კი სხვაგვარადაა. როგორც კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: ,,მარიხუანის მოწევის შემდეგ ვიცი, ვისთანაც გავიღვიძებ, აი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას - ნამდვილად არა.“
ექსპერიმენტში მონაწილე უმრავლესობისთვის მთვრალ მდგომარეობაში სექსი უფრო მეტ ნეგატიურ ემოციას იწვევდა, რასაც თან ახლდა შემდგომი სირცხვილის გრძნობა, სინანული და უარყოფითი განცდა. ,,როცა კაიფში ვარ, სექსის შემდეგ მინდა ჩვენ, ორივესთვის, რამე საკვები მოვამზადო, მაშინ როცა, ნაბახუსევზე მინდა რომ ან მე სასწრაფოდ გავეცალო იქაურობას ან ის წავიდეს.“
ალკოჰოლის ზემოქმედებისას ადამიანები უჩიოდნენ თავბრუსხვევას, გულისრევას და მეხსიერების დაკარგვასაც კი, აღარ ახსოვდათ, ვისთან ჰქონდათ სექსი და გაურკვევლობაში იყვნენ. ხოლო კაიფის ქვეშ კი ადამიანები განიტვირთებიან და ახალ შეგრძნებებს აღნიშნავენ. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ალკოჰოლი აქვეითებს შეგრძნებებს, ხოლო მარიხუანა მათ აძლიერებს. ექსპერიმენტის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ალკოჰოლი მათ უბიძგებდათ რისკის შემცველი ქმედებებისკენ, ხოლო მარიხუანა - პირიქით, მისი პარანოიდული გავლენის გამო, უფრო მეტად სიფრთხილისკენ განაწყობდათ.
დატოვეთ კომენტარი