მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რომელ ასაკში ითვლება ორსულობა გვიანად, რა რისკები უკავშირდება მას და როგორ შეამციროთ ისინი.ევროპასა და ამერიკაში, პირველი მშობიარობის ასაკი 26დან 35 წლამდე ფარგლებში მერყეობს, რაც ესოდენ დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის. მოდით, გადავხედოთ სელებრითების ფეხმძიმობების ისტორიებს: მონიკა ბელუჩიმ პირველი შვილი 39 წლის ასაკში გააჩინა, მეორე 45ის. ნიკოლ კიდმანმა 41 წლის ასაკში იმშობიარა, ისევე როგორც ჰოლი ბერიმ, ამ უკანასკნელმა მეორე შვილი 47 წლის ასაკში გააჩინა. დღევანდელი ტაბლოიდები მთავარმა გმირმა, მეგან მარკლმა კი 37 წლის ასაკში იმშობიარა. ამრიგად, ტენდენცია სახეზეა. ამავე დროს ჯერ კიდევ ბევრი მითი და ცრურწმენაა ამ საკითხის ირგვლივ. მოდით, გავერკვეთ რა სახის ფეხმძიმობა ითვლება გვიანად და რა ხდება ამ დროს. რომელ ასაკშია მშობიარობა გვიან? 35 წელს ზემოთ. სტატისტიკურად, ზუსტად 35 წლისა ასაკში, ქალთა უმრავლესობაში აღინიშნება ქრონიკული დაავადებების გაძლიერება - გენიტალური და ექსტრაგენიტალური (ის დაავადებები, რომლებიც არ არის პირდაპირ კავშირში რეპროდუქციული სისტემის დარღვევებთან, შეიძლება გავლენას ახდენდნენ ორსულობის მიმდინარეობაზე, მაგ. კარდიოვასკულური დაავადებები). გარდა ამისა, 35 წლის შემდეგ, საკვერცხის რეზერვი სწრაფად მცირდება: საკვერცხეებში თითქმის აღარ რჩება ჯანმრთელი კვერცხუჯრედები და დაფეხმძიმება რთულია. ესეიგი მშობიარობა აუცილებელია 35 წლამდე? არა. მშობიარობის საკითხებში ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. რიცხვი- 35 არის წმინდა სტატისტიკური მაჩვენებელი. თანამედროვე ექიმები უფრო კონკრეტულად, ფიზიკურ მონაცემებსა და ბიოლოგიურ ასაკზე არიან ორიენტირებული, ვიდრე პასპორტის ასაკზე. ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის უნარი მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა: ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, ცხოვრების წესი, ინფექციური დაავადებების ისტორია, ფიზიკური მახასიათებლები და ჰორმონალური ფონი. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, დამოკიდებულია სტრესის დონეზე, რომელსაც ქალი ყოველდღიურად განიცდის. "ჩვენ ვცხოვრობთ დიდ ქალაქებში ცუდი ეკოლოგიით, ვმუშაობთ ბევრს და ვმუშაობთ მუდმივად. ახლა ჰორმონალური ფონი უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩვენს გარეგნობასა და ფსიქოემოციურ გარემოებებზე, ვიდრე ასაკი“- ამბობს მეან-გინეკოლოგ ირინა ცინდაიკინა. "აქედან გამომდინარე, გააჩინეთ შვილი მაშინ, როცა მზად ხართ." რა რისკები ახლავს ორსულობასა და მშობიარობას 35 წლის შემდეგ? იზრდება ბავშვის ქრომოსომული განვითარების დარღვევის რისკი. 35 წლის ასაკში იგი შეადგენს დაახლოებით 0.5%1 (1 ყოველი 192 ბავშვიდან), 40-1.5% (66 ბავშვიდან 1), 40 წლის ზემოთ შეიძლება 2% -მდე გაიზარდოს. იზრდება გართულებების რისკი: მაგალითად შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს მაღალი არტერიული წნევა ან ე.წ. ორსული დიაბეტი (გესტაციური დიაბეტი). იზრდება ორი და სამი ტყუპის გაჩენის ალბათობა. ეს არის ჰორმონალური ცვლილებების შედეგი, რის შედეგადაც საკვერცხეებმა შეიძლება რამდენიმე კვერცხუჯრედი აწარმოონ ერთი ოვულაციის დროს. მრავალნაყოფიანი ორსულობა რისკ ჯგუფში შედის იმიტომ, რომ ამ დროს ხშირია გართულებები. იზრდება ნაყოფის სპონტანური მოცილების რისკი 35 წლამდე რისკი დაახლოებით 15%ია , შემდეგ კი - 25%. შეიძლება წარმოიშვას პრობლემები მშობიარობის დროს, საშვილოსნოს კუნთისა და სამშობიარო გზების კუნთების ტონუსის დაკარგვის გამო. გამო (ამ შემთხვევაში მიმართავენ საკეისრო კვეთას.) მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თითოეული რისკის ალბათობა ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ არ გაქვთ პრობლემები წნევასთან დაკავშირებით , ნაკლებად სავარაუდოა ორსულობის დროს გამოვლინდეს, რომელ ასაკშიც არ უნდა იყოთ. აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა გვიან ორსულობას? ითვლება, რომ ოცდაათი წლის შემდეგ ქალის ორსულობა და მშობიარობა უფრო შეგნებულად და ამავე დროს მშვიდად მიდის. როგორც წესი, მას აქვს მატერიალური და სოციალური სტაბილურობა, ის ფსიქოლოგიურად უფრო მზად არის ბავშვის დაბადებისთვის. "არსებობს სტანდარტი და სტატისტიკა, და არსებობს გინეკოლოგთა პირადი დაკვირვება. და ჩვენი დაკვირვების მიხედვით, 30 წლიდან ქალების ორსულობა ხშირად უფრო მშვიდად და მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე ახალგაზრდა გოგონებში. ალბათ ფსიქოლოგიური ასპექტის გამო, "ამბობს ირინა ცინდაიაკინა. რისკები მხოლოდ პირველ ორსულობასთან არის დაკავშირებული? ნამდვილად არ არის ასე. თითოეულ ორსულობას სხეული განსხვავებულად გადაიტანს - რაც დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ანალოგიურად, თუნდაც მეორე ან მესამე ორსულობა 35 წლის შემდეგ შეიძლება დაექვემდებაროს რისკებს ქრონიკული დაავადებების, კუნთების ტონუსის დაკარგვის და ასე შემდეგ. ძირითადი განსხვავება პირველ ორსულობასა და ყველა დანარჩენს შორის არის მშობიარობა. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ქალი უკვე ნამშობიარებია, ამ შემთხვევაში მეორე და მესამე მშობიარობა უფრო მარტივია თუნდაც გვიან ასაკში. როგორ შევამციროთ გვიანი ორსულობის რისკები? საუკეთესო პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესია. თუ თქვენ აპირებთ დაფეხმძიმებას 35 წლის შემდეგ, უნდა ჩაიტაროთ ჯანმრთელობის შემოწმება. რაც ნაკლებია ქრონიკული დაავადებებისა და გენიტალური ტრაქტის ინფექციების ისტორია, მით უფრო ადვილია, რომ ჯანმრთელი ბავშვის დაბადების ალბათობა. წელიწადში ერთხელ აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი, ციტოლოგიის ანალიზი და მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა. ყოველივე ეს, სამწუხაროდ,არ ამცირებს ბავშვის ქრომოსომული დაავადებების რისკს -შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის ადრეულ სტადიებში დიაგნოსტირება. ამისათვის უნდა გაიკეთოთ სისხლის და ულტრაბგერითი ზოგადი კლინიკური ანალიზი გაზრდილი რისკის შემთხვევაში, ტარდება დამატებით კვლევები, რათა დაადასტურონ ან უარყონ დიაგნოზი. არსებობს ორი ვარიანტი. პირველი არის ნაყოფის ქორიონული ნაწილის (პლაცენტის ნაწილი) ბიოფსია - ინვაზიური და სახიფათო მეთოდი: შემთხვევების 0.5-1% -ში, პროცედურა ნაყოფის მოცილებით მთავრდება. მეორე არის არაინვაზიური პრენატალური ტესტი (NIPT): ქალის სისხლში იკვლევენ ბავშვის დნმს და მის პათოლოგიას. . როდის არის ორსულობა ძალიან გვიანი? აბსოლუტურად ზუსტად - მენოპაუზის დასაწყისში. სტატისტიკურად, ქალების უმრავლესობა 50 წლის შემდეგ ვეღარ ახერხებს დაფეხმძიმებას. თუმცა ცნობილია დამოუკიდებელი მშობიარობის შემთხვევები 55 წლის ასაკში. ჩვეულებრივ, 40 წლის შემდეგ ექიმები რეკომენდაციას უწევენ საკეისრო კვეთას დაბადების რისკების შემცირების მიზნით. ხოლო ორმოცდაათი წლის ზემოთ - სუროგაციას.