სოუმია სვამინატონი: 330 მლნ. ვაქცინირებული ადამიანიდან, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

სოუმია სვამინატონი: 330 მლნ. ვაქცინირებული ადამიანიდან, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

1417 ნახვა
ჯანმოს გენერალური დირექტორის მოადგილის და მთავარი მეცნიერის, სოუმია სვამინატონის განცხადებით 330 მლნ. ვაქცინირებული ადამიანიდან, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამიტომ, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ახლა იწყება, მოსახლეობას სწორი გზავნილები უნდა მიეწოდოს.

 

„კორონავისურის გამო 2,6 მლნ-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეს რაც აღრიცხულია და ვფიქრობთ, გარდაცვლილი ამაზე მეტია. 330 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა და ამ დრომდე ვაქცინასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს. უფრო მეტი, ვაქცინა ადმინისტრირებულია მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც უსაფრთხოების საუკეთესო სისტემები და ძლიერი კონტროლია. ამიტომ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ახლა იწყება ვაქცინაცია, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის მეცნიერებაზე დაფუძნებული სწორი გზავნილების მიწოდება, რომ ვაქცინა იცავს ადამიანს კოვიდის მძიმე ფორმებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და დიახ, სიკვდილიანობის შემთხვევებისგან და ყველაზე მეტად ეს გვინდა“, - განაცხადა სოუმია სვამინატონმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ „AstraZeneca“-ს გამოყენება სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო დროებით შეაჩერეს
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.